საინტერესო >> KitKat – ხრაშუნა შოკოლადის 80 წლიანი ისტორია…
KitKat – ხრაშუნა შოკოლადის 80 წლიანი ისტორია…

KitKat-ი მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანისთვის საყვარელი შოკოლადის დესერტია.ეს კი მისი შემადგენლობის - მსუბუქი ვაფლის ფირფიტებისა და უგემრიელესი შოკოლადის დამსახურებაა.

იცით, რატომ არის KitKat-ი ასეთი განსაკუთრებული?

  • KitKat-ი ამჟამად 81 წლისაა. პირველად 1935 წელს გამოუშვეს, დიდ ბრიტანეთში. პირველი შეფუთვა კი აი, ასე გამოიყურებოდა.
  • სახელი „KitKat-ი" მე-17 საუკუნის ლონდონს უკავშირდება, სადაც ლიტერატურული კლუბის წარმომადგენლები ფუნთუშების მაღაზიაში იკრიბებოდნენ, რომლის მფლობელიც კრისტოფერ კეტლინგი იყო. ჯგუფს "კიტკეტ კლუბი" შეარქვეს, რაც მფლობელის სახელისა და გვარის აბრევიატურებია. შემდეგ კი ეს სახელი შოკოლადსაც დაერქვა.
  • 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, პროდუქტების დეფიციტის გამო, რომლებშიც რძეც შედიოდა, KitKat-ის რეცეპტი შეიცვალა, ასევე შეცვალეს შეფუთვა და ლურჯი ფერის გახადეს.

  • KitKat-ის ცნობილი სლოგანი „Have a break, have a KitKat" 1958 წელს შეიქმნა, ლონდონის სარეკლამო სააგენტო JWT-ს მიერ. ასე გამოიყურებოდა ერთ-ერთი პირველი პოსტერი ამ სლოგანით:
  • მსოფლიოს გარშემო, ყოველ წამში 540 KitKat-ის ფილას ჭამენ, ხოლო ყოველწლიურად 17.6 მილიარდი ფილა იყიდება. KitKat-ი, ამის გამო, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 2010 წლის მარტში.
  • KitKat-ის ყველაზე დიდი საცალო გაყიდვის ობიექტი დუბაის აეროპორტის DUTY-FREE-ა. აქ ყოვეელდღიურად 1 ტონა KitKat-ი იყიდება.
  • ყოველ 5 წუთში იმდენ KitKat-ს აწარმოებენ, რომ ეიფელის კოშკი აშენებისთვის იქნებოდა საკმარისი, ხოლო მთელი წლის ნაწარმი კი ლონდონის მეტროში 350-ჯერ მოთავსდებოდა.

  • ინგლისის რაგბის ნაკრების ყოფილ წევრს, რობ ენდრიუს, ძალიან უყვარს KitKat-ი. 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მან მთელი გუნდის სამყოფი KitKat-ის მარაგი გამოაგზავნინა სამხრეთ აფრიკაში, რათა მის გუნდს უკეთ ეთამაშა.
  • მალაიზიაში KitKat-ი სპეციალური რეცეპტით იწარმოება, რომელიც თბილ კლიმატსაა მორგებული.
  • ხოლო იაპონიასა და ტაილანდში მწვანე ჩაის არომატის მქონე KitKat-იც კი იყიდება, რომელიც ძალიან დიდ სიმპატიას იმსახურებს მომხმარებლებს შორის.
  • 2013 წელს ნესტლე და Google-ი პარტნიორები გახდნენ, რის შედეგადაც, მობილური ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიას Android KitKat დაერქვა.

  • 2016 წელს კიტკეტმა გამოუშვა ახალი ფორმატის შოკოლადი - ფილა, იმისთვის, რომ მეგობრებსაც გაუზიარო. კიტკეტ ფილის რგოლი კი საქართველოშია გადაღებული.



marketer.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია