ბლოგი >> "ახალი წლის ბედნიერება ერთად მოედება ტრაფალგარის მოედანსა თუ პატარა სოფელს"- თამთა ჯინჯოლავას ბლოგი
"ახალი წლის ბედნიერება ერთად მოედება ტრაფალგარის მოედანსა თუ პატარა სოფელს"- თამთა ჯინჯოლავას ბლოგი

რომელ პოლუსზეც არ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები და წლის რა დროსაც არ უნდა აღნიშნავდენ ახალ წელს, მისი მაგიის ყველას სჯერა. ქუჩები საზეიმოდაა მორთული, ვიტრინები გირლიანდებით,ეტლები-ირმებით, თეთრწვერა მოხუცები-წითელი კოსტიუმებით. ნაძვები,ელფები,საჩუქრები და ხალხი, ხმაურიანი და ბედნიერი ხალხი! ახალი წელი ბედნიერი ხალხის დღესასწაულია და ბედნიერება ერთნაირად მოედება ხოლმე ტრაფალგარის მოედანსა თუ პატარა სოფლის მთავარ ქუჩას შორეულ კენიაში.

 

ახალი წელი რიგ ქვეყნებში სხვადასხვანაირად აღინიშნება. ჩინეთში რამდენჯერმე , თან კოსტიმიურებული აღლუმით, სადაც ახალ ტანსაცმელში გამოწყობილები ებმებიან . ტაილანდში ახალ წელს წუწაობის დღით’ აღნიშნავენ. ამ დღეს ისინი მშობლებსა და ბებია-ბაბუას სტუმრობენ მათგან დალოცვის მისაღებად.

 

ბრაზილიელები  თეთრ სამოსს იცმევენ,შემდეგ კი ყვავილებს ზღვაში ყრიან.

 

იტალიელები ძველ ნივთებს ფანჯრიდან ყრიან.

 

იაპონელები ბედნიერების ამულეტებს ყიდულობენ .

 

თუმცა, მთავარი არა თარიღები, არამედ ის მოლოდინებია,  რაც ამ დღეს უკავშირდება . ვფიქრობ, მოლოდინები და სურვილები წლიდან წლამდე უფრო და უფრო კონკრეტული ხდება. ასე მაგალითად, თუ ადრე  ჯანმრთელობას ვნატრობდით, ახლა ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ვნატრობთ; თუ ადრე მატერიალური დოვლათის მატებას ვნატრობიდით, ახლა უკვე ამ დოვლათის შესაქმნელ საშუალებებს ვნატრობთ : სამსახურს, ძვირადღირებულ იდეებს, ლატარეაში მოგებას;  თუ ადრე აბსტრაქტულ სიყვარულს ვნატრობდით, ახლა უკვე სიყვარულის ობიექტის მახასითებლებს ვაკონკრეტებთ : რა ფერის თმა, თვალი და რა სისქის საფულე უნდა ჰქონდეს. კიდევ გვაქვს ბევრი ბევრი კონკრეტული ნატვრა, სურვილი, მოლოდინი...

 

2017 წელს მამლის წელს ვეგებებით. მამალი მზის სიმბოლოდაა მიჩნეული, რადგან  დილა მზით იწყება . ასტროლოგების აზრით, ეს წელი პოზიტიური იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. 2017 შრომის დაფასების, შეფერხების გადალახვის წელი იქნებაო...

თუმცა ერთი კია, უკეთესი ცხოვრების მოლოდინში მთავარი არ დაგავვიწყედს, რომ უკეთესი ცხოვრებისთვის მხოლოდ ერთი რამეა საჭირო, თვითონ გავხდეთ უკეთესები ამ ახალ წელს და ყველა მომდევნო ახალ წელს.


დამდეგს გილოცავთ!


თამთა ჯინჯოლავა

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია