ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> "ქართულ ღვინოზე შექმნილი წიგნი For The love of Wine წლის საუკეთესო ღვინის წიგნად აღიარეს"
"ქართულ ღვინოზე შექმნილი წიგნი For The love of Wine წლის საუკეთესო ღვინის წიგნად აღიარეს"

ქართულ ღვინოზე შექმნილი წიგნი For The love of Wine წლის საუკეთესო ღვინის წიგნად აღიარეს. ალის ფეირინგის მიერ ქართულ ღვინოზე დაწერილმა წიგნმა პრესტიჟული დაჯილდოების The Gourmand Awards-ისგან ჯილდო მიიღო,- ინფორმაციას მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ავრცელებს. 

„ძალიან კარგი და მაგარი ამბავი!!! Alice Feiring-ის წიგნი ქართულ ღვინოზე For The love of Wine გამარჯვებულია ნომინაციაში Best Wine Book of the Year. არ ვიცი, რომელი უფრო ეკუთვნის ელისს მილოცვა თუ მადლობის თქმა. მე მადლობას გადავუხდი ჩვენი სახელით, ვინაიდან ხვალ მსოფლიოში უფრო მეტს ეცოდინება ქართული ღვინის და განსაკუთრებით ნატურალური ქვევრის ღვინის შესახებ",- წერს იაგო ბიტარიშვილი სოციალურ ქსელში. 

ალის ფეირინგის ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი მიმდინარე წელს Forbes-ის ხუთეულშიც მოხვდა. 

წიგნს სტატია მიუძღვნა Wall Street Journal-მაც. 

ნიუ-იორკში ქართული ღვინის შესახებ წიგნის პრეზენტაცია კი ნოემბერში გაიმართა. 

The Gourmand Awards ყოველწლიურად იმართება და აგამოავლენს კულინარიისა და ღვინის დარგში შექმნილ საუკეთესო წიგნებს, გზამკვლევებს, ჟურნალებს და ა.შ.


businesscontract.ge

 

 

 

ფილტრაცია