ბლოგი >> "ამ სამი დღის ფასად, ორი ადამიანი – ორჯერ წავალთ და წამოვალთ ევროპაში" - სად გავატაროთ ახალი წელი (გურამ შეროზიას ბლოგი)
"ამ სამი დღის ფასად, ორი ადამიანი – ორჯერ წავალთ და წამოვალთ ევროპაში" - სად გავატაროთ ახალი წელი (გურამ შეროზიას ბლოგი)

სეკრეტ სანტას ბუმი ნელნელა დასასრულს უახლოვდება და ნელნელა უკვე იმ საკითხზე გადავერთეთ, თუ სად და როგორ შევხვდეთ ახალ წელს.

ქართული კურორტების ფასებს რომ გადავავლე თვალი – ამ სამი დღის ფასად, ორი ადამიანი – ორჯერ წავალთ და წამოვალთ ევროპაში, 1 კვირით. ჰოდა, თუ ვინმე გეგმავს და ვერ გაუგია, რით შეიძლება დაკავდეს საახალწლოდ – ვეცდები დავეხმარო და გავუმარტივო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რამდენიმე რჩევით, ანუ გაგიზიარებთ რას გავაკეთებდი, დაგეგმილი რომ არ მქონდეს ახალი წელი.

  1. ვიყიდდი სალონიკის ბილეთს, ორ გზას 50 ლარად, ვიპოვიდი მასპინძელს სალონიკში, შემდეგ სკოპიეში და ტირანაში და მონტენეგროს რომელიმე ქალაქშიც შევირბენდი. ჯამში ალბათ 4-5 დღე – ჯიბის ფულიანად 150-200 ევრომდე დამიჯდებოდა – ეს არის პრინციპში ის, რასაც რეალურად ვაკეთებ.
  2. ბილტმორი – სადაც „ზიმის“ გახსნაზე მოვხვდი და მას შემდეგ მისი ხედებით, კომფორტით და „საჩემოობით“ მოხიბლული ვარ! ან ისტორიულ ამფითეატრში შევალ და შვიდკაცას 15628821_1316868438356393_997838472_oმოვუსმენ, ან ბოლრუმში –  “Touch & Go”-ს ლაივს დავესწრები, ან ზიმში 30 ან 31-ე სართულზე (სიმაღლეები და ხედები ჩემი სუსტი წერტილია) ელექტონული მუსიკის ფონზე ქალაქის საახალწლო ხედებით დავტკბები.

ანუ თუ შენ ვერ მიდიხარ ევროპაში, ევროპა მოდის შენთან და დროსაც საკმაოდ საინტერესოდ გაატარებთ. თან მესიმბოლურება – თბილისში, ყველაზე მაღალ სართულზე ახალი წლის შეხვედრა და ერთგვარი დაბედება „სიმაღლეების დაპყრობის“. ფასს შიშით დავხედე, აქაც 1500 დოლარს ველოდი თუმცა გაცილებით ლოგიკური და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. მოკლედ, თუ თოვლის გამო კოპიტნარის აეროპორტში ფრენა გადამედება, ვიცი ქუთაისიდან პირდაპირ სად მივიდე და რით დავკავდე. </div>
	<div class=

 

 

 

ფილტრაცია