ბლოგი >> როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თითქმის უფასოდ – თქვენ ეს შეგიძლიათ!
როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თითქმის უფასოდ – თქვენ ეს შეგიძლიათ!

უნივერსიტეტის ადრეულ კურსებზე, თითქმის ვერც კი ვიოცნებებდი მოგზაურობაზე, მაშინაც კი, როცა მუშაობა დავიწყე, რატომღაც შორეულ და ძალიან ძვირ პერსპექტივად წარმომედგინა საზღვრის გადაკვეთა.

ოჯახსაც ვერ ვთხოვდი ფინანსებს, პირადი სიამოვნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა 18 წლიდან უკვე გამიჩნდა ამბიცია, რომ საკუთარი საარსებო მინიმუმი ჩემი შრომით გამომემუშავებინა, მარტოც მეცხოვრა და ბუნებრივია, სამოგზაურო თანხაზე მით უმეტეს, ვერ შევაწუხებდი მშობლებს.

2

22 წლის გავხდი ისე, რომ საქართველოს საზღვარი არ მქონდა გადაკვეთილი და არც თვითმფრინავში ვიყავი ნაჯდომი, თუმცა მას შემდეგ, 6 წლის განმავლობაში 50-მდე ქვეყნის მონახულება შევძელი, რასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.1149281_10200799749542992_1286331289_o

პირველი ქვეყანა, სადაც ვიმოგზაურე, იყო ყირგიზეთი, სადაც DAAD-ის დაფინანსებით წავედი, 2 კვირიან ტრენინგზე, გზად სტამბულში მომიწია გადაჯდომა 8 საათიანი, შესაბამისად ეს ქალაქიც დავათვალიერე და სწორედ მაშინ მოვიწამლე მოგზაურობის განუკურნებელი სენით. უახლოესი სამი წლის განმავლობაში, აქტიურად ვეძებდი დაფინანსებებს. სტუდენტებისთვის ეს არც ისე რთულია, მთავარია მონდომება და აპლიკაციის სწორი შევსება. დაფინანსებები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტებზე:

ასევე, შეგიძლიათ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში, თუ უფრო გრძელვადიანზე წასვლის სურვილი გაქვთ, ამ პოსტით, მე მხოლოდ მოკლე სამოგზაურო გასვლებით შემოვიფარგლები.0474261_4943267026412_186435030_o

გავიდა დრო, მეც გავიზარდე და უკვე ვეღარ ვახერხებდი ახალგაზრდულ აქტივობებში ჩართვას, შესაბამისად, გახდა აუცილებელი, რამე ალტერნატიული გზა მომეძებნა, უფასო ან იაფიანი მოგზაურობების, თანხა უკვე მქონდა, თუმცა ხარჯების გარეშე მოგზაურობამაც მიჩვევა იცის და იმაში, რასაც ადრე უფასოდ აკეთებდი, მერეც გიჭირს თანხის გადახდა, ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქაუჩსერფინგი: www.couchsurfing.org

ეს არის საიტი, სადაც თავმოყრილია მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი გმასპინძლობენ უფასოდ, სანაცვლოდ, როცა შენს ქალაქში ჩამოდიან, შენ მასპინძლობ, ანუ ერთგვარი გაცვლა გამოდის საცხოვრებლების.

1400733_10200829661410770_1912204787_o11425724_10204473847473144_4402949864361002986_o

იკითხავთ, რამდენად უსაფრთხოაო. მუშაობს რეფერენსების სისტემა, ანუ ვინც რჩება კონკრეტულ მასპინძელთან, უტოვებს დადებით რეკომენდაციას, ან უარყოფითს, რომლის წაშლაც შეუძლებელია, შესაბამისად, როცა ნახავთ, რომ მინიმუმ 10 ადამიანი დარჩა მასთან და ყველა აღფრთოვანდა, ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენთვისაც კომფორტული იქნება. ჩემი პირველი სტუმარი ფრანგი ბიჭი იყო, რომელიც დამყავდა ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ ადგილებში და გარდა იმისა, რომ დრო კარგად გავატარეთ, ენის კუთხითაც საკმაოდ დადებითი პრაქტიკა გამოვიდა.

ადამიანები სასურველია შეარჩიოთ ადგილმდებარეობის, საერთო ინტერესების და სხვა ბევრი პარამეტრის მიხედვით, თუ კომენტარებში უწერენ, რომ საოცრად ამზადებს საკვებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფასო ღამის გასათევთან ერთად, კვებაც გელოდებათ. სახლების დიდი ნაწილი, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს არც ჩამოუვარდებიან და მთავარი:

614885_10202601165417263_6651344700337505257_o10915264_10203493886374729_5052624757006380924_n

  • აქ არ ატარებ დროს სასტუმროს ცივ კედლებში, აქ გყავს ადამიანები, რომლებიც გაკვალიანებენ, დაგყვებიან, გიხსნიან, გეხმარებიან ქალაქის შეგრძნებაში;
  • ცხოვრობ ოჯახში და უფრო ღრმად შედიხარ მათ კულტურაში, იგებ, როგორც ცხოვრობს ვთქვათ რიგითი პარიზელი ოჯახი;
  • არ გიწევს ხალხის გასაცნობად კლუბებში დროის ხარჯვა, მათ მეგობრებში გაერევი, რომლებიც უკვე კეთილგანწყობილები არიან თქვენს მიმართ და გართობაც მარტივდება
  • შეიძლება მასპინძელი ვიზუალური და სხვა ნიშნებითაც შეარჩიო და საკურორტო ლავ სთორისაც გამოჰკრათ ხელი 

12106825_10205132703624136_8400648779605432015_nგადაადგილებისთვის იდეალურია ბლაბლაქარი: www.blablacar.com ეს არის საიტი, სადაც რეგისტრირდებიან ადამიანები, რომლებიც მანქანით მიდიან ერთი ქალაქიდან მეორეში და მიზერულ ფასებად თან გაგიყოლებენ და სასურველ ადგილასაც დაგტოვებენ. შედარებისთვის, მილანიდან ციურიხში მატარებელი 100 ევრომდე ჯდებოდა, მე 25 ევროდ ვიმგზავრე ძალიან კომფორტულად მანქანით, სწრაფადაც და თან კარგი დროც გავატარე გზაში.

ის, რომ იგივე პიცა, რომელიც რესტორანში 15-20 ევრო შეიძლება ღირდეს, მარკეტში 2-3 ევრომდე ღირს და სახლში შეწვის შემთხვევაში, კარგადაც დაგანაყრებთ – ალბათ თქვენც იცით.

980856_4969625525358_1230119881_o

არც ფრენაა ძალიან ძვირი, www.wizzair.com საიტზე თუ შეხვალთ, შეგიძლიათ 50 ევროს ფარგლებში შეიძინოთ ქუთაისიდან ორი გზა: ვარშავას, კატოვიცის, ვილნიუსის ან ბუდაპეშტის მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს პიკურ სეზონებს: ზაფხულს და ახალ წელს არ ეხება. ასევე, ყველა ავია კომპანიის

11295543_10204311703739652_23006413604422044_nყველაზე იაფი ბილეთები შეიძლიათ ნახოთ საიტებზე: www.skyscanner.com , შემდეგ ნახავთ, რომელ ავია კომპანიას აქვს კონკრეტულ თარიღებზე ყველაზე კარგი შემოთავაზება და ან იქვე იყიდით, ან კომპანიის საიტზე გადახვალთ.

საერთო ჯამში, თქვენი ფრენაც მოგვარებულია, ცხოვრებაც, კვებაც და შიდა გადაადგილებაც. წარმოიდგინეთ, თუ იყიდით ბუდაპეშტს 50 ევროდ, იცხოვრებთ ადგილზე უფასოდ, გადაადგილდებით 10-15 ევროს ფარგლებში ქალაქიდან ქალაქში და დავამატოთ მცირე ჯიბის ფული 5 დღეზე, ჯამში 150-200 ევრო გამოგივათ, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მისაღები ფასია თითქმის ნებისმიერი სოციალური ფენისთვის.

მოკლედ, ამ პოსტისთვის ბოდიშს ვუხდი ტურისტულ კომპანიებს და წარმატებას გისურვებთ თქვენ, მიმდინარე თუ მომავალო მოგზაურებო.

1960772_10201602943342335_2125955063_o

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ სათითაოდ ნუ მკითხავთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ფეისბუქის გვერდი: Guram Sherozia და პირდაპირ, პოსტების სახით გაეცნოთ ჩემს პრაქტიკას, ყოველი მოგზაურობის დროს, ყოველდღიურ რეჟიმში.

p.s. ვიზის და სასწავლო დაფინანსების თაობაზე, ცალკე პოსტს დავდებ, ეს რომ ძალიან ვრცელი არ გამოვიდეს და არ გადავიღალოთ. 

Good Luck!

GuramSherozia.com

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია