ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად ქართული ღვინო გადაეცემათ
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ჩამოსულ ტურისტებს საჩუქრად ქართული ღვინო გადაეცემათ

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გამორჩეულად ხვდებიან ქვეყნის ყველა ვიზიტორს და საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ საჩუქარს ჩუქნიან ბრენდირებული ღვინის სახით.

მათი ცნობით, 2016 წლის 20 დეკემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო გადაეცემათ საჩუქრად. კამპანიის ფარგლებში ჯამში ახალ წლებზე 60 000 ბოთლი დარიგდება, რომლის ეტიკეტზეც დატანილია მთავარი გზავნილები საქართველოს მიღწევებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.

"მნიშნელოვანია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით დაგეგმილი პოზიტიური კამპანია ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, აუმჯობესებს გარემოს საქართველოს სავაჭრო პერსპექტივების გაფართოების კუთხით და ხელს უწყობს ქვეყნის იმიჯის დადებითად წარმოჩენას. კამპანია უკვე მეხუთედ წარმატებით ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დიდი მოწონებაც კი დაიმსახურა, რადგან ტურისტები აქტიურად იღებდნენ და ანთავსებდნენ ღვინის ბოთლის ფოტომასალას და მადლობას უხდიდნენ საქართველოს მთავრობას და ზოგადად ქართველ ხალხს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისათვის" - აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში. 

 

 

ფილტრაცია