ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ფრანგული ღვინო, რომლის ფასი 76 000 დოლარს აღწევს
ფრანგული ღვინო, რომლის ფასი 76 000 დოლარს აღწევს

ღვინოზე საუბრის დროს ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რომელი ღვინოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და რომელი ღვინოები ითვლება ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ სასმელებად.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დავარგებული (დაძველებული) ლეგენდარული ღვინოების ფასები ხშირად იცვლება და თუკი ერთი ღვინო წელს ყველაზე ძვირი ღირდა, მომდევნო წლებში შეიძლება სხვა გახდეს პოპულარული. ამიტომ, ხელაღებით მხოლოდ ერთი ღვინის გამორჩევა რთულია.

მამული, სადაც ლეგენდარულკი ღვინო იწარმოება

თუმცა, ღვინო, რომელზეც ახლა გიამბობთ, მუდმივად შედის მსოფლიოს ტიპ-ღვინოებს შორის და, ფასის კუთხით, ხუთეულის ქვემოთ არასოდეს ჩამოსულა.

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად Domaine ჰქვია, ღვინოები მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალზე ძვირიც ღირს. La Tâche -ს ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდეს, ჰიუონ ჰუკმა კი (Huon Hooke) კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება დაარქვა.

ვენახის ფართობი სულ რაღაც 6 ჰექტარს შეადგენს

ყურძენი, რომლისგანაც ამ ღვინოს წურავენ, სულ 6 ჰექტარზე მოდის და წელიწადში მხოლოდ 1 880 ყუთი ისხმება. ღვინო ხშირად ჩნდება ხოლმე სხვადასხვა აუქციონზე, სადაც ზოგჯერ 76 000 დოლარსაც კი იხდიან მასში (წელიწადს გააჩნია).

ღვინოს კენკრის ჩირის დახვეწილი სურნელი გამოარჩევს, ასევე ნუგასა და კარამელის ტონები. ღვინო საშუალოდ სხეულიანია, ხანგრძლივი დაბოლოებით. პიკს 15-20 წლის შემდეგ აღწევს.

 

allwine.ge

ფილტრაცია