საინტერესო >> სახალისო და გემრიელი თამაში ტკბილეულის მოყვარულებისთვის
სახალისო და გემრიელი თამაში ტკბილეულის მოყვარულებისთვის

ვისთვის არის Oreo? ორცხობილა, რომელსაც არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა და პირიქით, უფროსები უფრო დიდი მონდომებით შეექცევიან ხოლმე, არა მხოლოდ განსაკუთრებული გემოთი არამედ მისი არაჩვეულებრივი გასართობი თვისებებითაც გამოირჩევა. რა შუაშია ერთმანეთთან ნამცხვარი და გართობა? ბრენდის წარმომადგენლებმა გემრიელი პროდუქტისთვის სახალისო კამპანია შექმნეს, უფრო სწორად თამაში, რომელიც შემდეგ მასობრივ აქტივობაში გადაიზარდა.

თამაშის წესები მარტივია: ნამცხვარს იყოფს ორი ადამიანი. იმარჯვებს ის, ვისაც კრემიანი მხარე შეხვდება, დამარცხებულმა კი 15 "სასჯელიდან" რომელიმე უნდა შეასრულოს, თან ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდოს და სურვილის შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში გაავრცელოს. კამპანიის გასააქტიურებლად Oreo-მ ცნობილ ვიდეობლოგერ წყვილს სთხოვა დახმარება, რომლებმაც პირველებმა მიიღეს Oreo Challenge-ში მონაწილეობა და მომხმარებელს ნამდვილად არაჩვეულებრივი გასართობი გაუზიარეს.

marketer.ge

 

 

 

ფილტრაცია