საინტერესო >> ცნობილი ბრიტანული სერიალის, შერლოკის ახალ სერიაში თბილისი გამოჩნდა
ცნობილი ბრიტანული სერიალის, შერლოკის ახალ სერიაში თბილისი გამოჩნდა

გუშინ BBC One-ს ეთერში ბრიტანული სერიალის, შერლოკის მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა.

ბოლო ეპიზოდი ეთერში 2014 წელს გავიდა და მაყურებელი მას შემდეგ ელოდა ბენედიქტ კამბერბეჩის დაბრუნებას ეკრანზე. ქართველ მაყურებელს სეზონის პირველი სერია განსაკუთრებით მოეწონა, რადგან ერთ-ერთ სცენაში ჩვენი დედაქალაქის სახელმა გაიელვა.

 

 

ერლოკი არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის ისტორიის თანამედროვე ეკრანიზაციაა. სერიალის შემქმნელები სტივენ მოფატი და მარკ გატისი არიან, მთავარ როლებს კი ბენედიქტ კამბერბეჩი და მარტინ ფრიმანი ასრულებენ. 

წყარო: www.on.ge

 

 

 

ფილტრაცია