საინტერესო >> რა არ უნდა მივაყოლოთ ღვინოს - კერძები და პროდუქტები, რომლებიც ღვინის არომატს "კლავს"
რა არ უნდა მივაყოლოთ ღვინოს - კერძები და პროდუქტები, რომლებიც ღვინის არომატს "კლავს"

არსებობს ისეთი კერძები, რომლებიც ღვინოს ცუდად ეხამება ან საერთოდ არ უხდება. ისინი "კლავენ" ღვინოს, მის არომატს და იმგვარად უერთდებიან, რომ საბოლოოდ უსიამოვნო გემოს ტოვებენ. ასეთ კერძებს სჯობს სხვა სასმელი შეუხამოთ.

ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ ცხიმიანი მარილიანი თევზი ღვინოს უსიამოვნო მეტალის გემოს აძლევს. თუ თევზი ცხიმიანთან ერთად შებოლილიცაა, მას ღვინო საერთოდ არ უხდება და უმჯობესია არაყი ან ღია ფერის ლუდი დააყოლოთ. თუმცა ბევრი რამ თევზის შებოლვისა და ცხიმიანობის ხარისხზეცაა და მოკიდებული.


სიფრთხილით უნდა შეურჩიოთ ღვინო ისპანახის, სატაცურის, არტიშოკის, მჟაუნას კერძებსაც. მათში შემავალი ცინარინი ღვინის გემოს ცვლის და მას მეტალის ან მოტკბო არომატს აძლევს. თუმცა ყველა ადამიანი არ არის მგრძნობიარე ამ გემოს მიმართ.

კერძები, რომელიც ძმრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა "ანგრევენ" ღვინოს. ასეთია მწნილეული, მარინადები, მაიონეზის შემცველი კერძები, სალათები ძმრიანი დრესინგით. ძმარი არღვევს ღვინოში შაქრის, სპირტისა და სიმჟავის ბალანსს.

ღვინოს არ ეხამება ციტრუსები, ვაშლი, ცოცხალი კენკრა შაქრის გარეშე, ბროწეული, შტოში და მათგან მომზადებული სოუსები. თუმცა აქაც ბევრია დამოკიდებული პროპორციებზე: ლიმონის წვენმოსხმული ზღვის პროდუქტი არ არღვევს ღვინის ბალანსს.

 

Allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია