საინტერესო >> ცნობილი ფილმების კადრები ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმად იქცა
ცნობილი ფილმების კადრები ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმად იქცა

ფრანგმა რეჟისორმა პიერ-ალექსანდრ შოვემ სხვადასხვა პოპულარული ფილმებიდან ეპიზოდები აიღო და ერთი ფილმი, სახელწოდებით „ყველას უნდა ბრიუსის მოკვლა - 2“ დამონტაჟა.

ფილმის მთავარი გმირი ბრიუს უილია. 12-წუთიანი ვიდეოს განმავლობაში მსახიობის მოკვლას ცდილობენ და ის სხვადასხვა ხერხებით განსაცდელის არიდებას ახერხებს.

ფილმში თავად უილისის გარდა შეხვდებით ეპიზოდებს ფილმებიდან „უოლ-სთრითის მგელი“, „დიდი ლებოვსკი“, „წვეულება ვეგასში“ და და სხვები.



Okmagazine

ფილტრაცია