საინტერესო >> ახალ ზელანდიელმა ოჯახმა ძველი სატვირთო ავტომობილი ბორბლებზე შემდგარ ციხე-სიმაგრედ გადააკეთა (ფოტოები)
ახალ ზელანდიელმა ოჯახმა ძველი სატვირთო ავტომობილი ბორბლებზე შემდგარ ციხე-სიმაგრედ გადააკეთა (ფოტოები)

ბრწყინვალე საცხოვრებელი ფურგონი: ოჯახმა ახალი ზელანდიიდან ძველი სატვირთო ავტომობილი ბორბლებზე შემდგარ ციხე-სიმაგრედ გადააკეთა

ბედფორდიდან ოთხი საყრდენი ნელ-ნელა ამოიზიდა, 40 წლის სატვირთოს თითოეული კუთხიდან ამოვიდა და ცისკენ აიწია. ალუმინის სახურავი ამ საყრდენებითაა გამაგრებული. 38 წლის ჯასტინს და 32 წლის იოლას ამ საცხოვრებელი ფურგონის გასაშლელად ფურცელზე დაწერილი გეგმა არ სჭირდებათ, რადგან ამ ახალზელანდიელმა წყვილმა ეს სახლი-მანქანა საკუთარი ხელებით გააკეთეს - დევიზით ”ჩემი მანქანა ჩემი ციხე-სიმაგრეა”.

Auto Bild
მშვიდი ცხოვრება: ეს პატარა, ლამაზი ოჯახი უკვე 5 წელია ასე ცხოვრობს. დიდ ქალაქები არ უყვართ, ყოველთვის ბუნებაში არიან

დაახლოებით 40 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ჯასტინმა და ლოლამ ყველაფერი გახსნან და გადმოალაგონ. მე ამ პროცესს უფრო ციხე-სიმაგრის გაშლას დავარქმევდი. ღვედი გაჭიმე, გამოჭიმე, სახურავი აზიდე, მიამაგრე, კიბე გადმოწიე, საყრდენი შეუდგი, გაამყარე... ვუყურებ, როგორ შრომობს ეს ცოლ-ქმარი და დაჯერება მიჭირს. რამდენ რამეზე უფიქრიათ, რამდენი დეტალი გაუთვლიათ - სანტიმეტრებში კი არა, მილიმეტრული სიზუსტით.

ამ გაწევ-გამოწევაში, გაჭიმვა-აზიდვასა და დატრიალება-დამაგრებაში მართლაც 40 წუთი გავიდა. იოლა და ჯასტინი საქმეს მორჩნენ, ვდგავარ და ვუყურებ, მაგრამ რას ვუყურებ? რა უნდა დავარქვათ ამას? პრინციპში, არც სამოგზაურო ავტომობილი ეთქმის, არც საცხოვებელი ფურგონი, არც სახლია და არც მანქანა. სახელად ალბათ მოტორიზებული ციხე-სიმაგრე უფრო შეეფერება.

Auto Bild
ასე გამოიყურება ეს მოტორიზებული ციხე-სიმაგრე, როცა გზაშია

გაშლა-აწყობის პროცესმა ჩვენზე მაგრად იმოქმედა, მხოლოდ პიკო უყურებდა მშვიდად. პიკო ჯასტინის და იოლას ორწლინახევრის ვაჟია. არ მიკვირს, რომ არ გაუკვირდა, რადგან პიკოს ეს პროცესი უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი - ეს საყვარელი ბიჭუნა ხომ სწორედ ამ მობილურ ციხე-სიმაგრეში იზრდება, რომელიც მისმა მშობლებმა იმისათვის ააშენეს, რომ ახალ ზელანდიაში მომთაბარე ტომივით ეცხოვრათ.

Auto Bild
”ცხოვრება ხელოვნებაა” - ასე ჟღერს იოლას დევიზი. ჯასტინი კი ამბობს: ”ჩვენ გვინდოდა მიგვეღო ფუნქციური ნამუშევარი და ეს შევძელით კიდეც.” მარჯვნივ შეშის ღუმელი, მარცხნივ გაზის

პიკოს დედა, იოლა, არტისტია. მისი მშობლები გერმანიიდან ახალ ზელანდიაში 1990 წელს გადასახლდნენ. მამა ჯასტინი კი სანტექნიკოსი გახლავთ - მილებში და სახლებში შესანიშნავად ერკვევა. ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად მანდ 1976 წელს გამოშვებული Bedford TK შეარჩია. ”ბედფორდი” ძველისძველი ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც Vauxhall Motors-ს ეკუთვნოდა და ამგვარად, ამერიკული General Motors-ის შვილობილი კომპანია გახლდათ. კონკრეტულად ეს სატვირთო კი თავის დროზე ახალ ზელანდიაშია გამოშვებული. დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში ამ სატვირთოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადაჰყავდა და ამგვარ შრომაში გაიარა დაახლოებით 800 000 კილომეტრი. შეიძლება, უფრო მეტიც. აქვს 5,4-ლიტრიანი დიზელის ძრავა, რომელიც დღემდე ვაჟკაცურად მუშაობს.

Auto Bild
ასე უნდა აძვრე საძინებელში, ქვემოთ კი ტანსაცმლის კარადაა

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შრომობდნენ ჯასტილი და იოლა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ზუსტად მაინც ვერ გადმოვცემთ - უბრალოდ, დაათვალიერეთ შედეგის ფოტოები და თავად იმსჯელეთ გაწეული შრომის მასშტაბებზე. ფაქტია, რომ ყველაფერი მილიმეტრული სიზუსტით უნდა ყოფილიყო შესრულებული, რათა ყველა დეტალი ფუნქციური ყოფილიყო. გარდა შრომისა, ცოლ-ქმარს ეს ყველაფერი 15 000 ევროც დაუჯდა.

80-იანი წლების ბოლომდე, ასეთუ House-Truck-ებს ახალ ზელანდიაში უხვად ნახავდით, მერე კი მიიღეს კანონი, რომელმაც ასეთი ნამუშევრები იქაური გზებიდან განდევნა.

Auto BildAuto Bild
საინტერესო იდეა: ძველი ხელსაწყოებით იოლამ კიბის ორიგინალური საფეხურები გააკეთა. ჯასტინი პიკოს ხუთი წლის წინანდელ ნახატებს ათვალიერებინებს

”ნამუშევრები თქვენ მაშინ უნდა გენახათ, - მეუბნება ჯასტინი, - ხელოვნების ნაღდი ნიმუშები იყო. ჩვენ უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს ვთქვით, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება გვინდოდა და შედეგი სახეზეა.” ჯასტინის და იოლას დასაშლელ-ასაწყობი House-Truck კომპაქტურია, როგორც მანქანა და მშვენიერია, როგორც სახლი. თავიდან ჯასტინმა ყველაფერი ფურცლებზე დახატა, მერე კი მიხვდა, რომ უფრო მეტი იყო საჭირო და ნახატების კომპიუტერში გადატანას შეუდგა. სპეციალური კომპიუტერული პროგრამით შეიმუშავა დეტალური გეგმა და ფიზიკური შრომა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა დარწმუნდა, რომ ციფრულად ყველაფერი რიგზე იყო. 2011 წლის ამბავს გიყვებით.

Auto Bild
ხუთი წლის წინ გადაღებული ფოტო - როცა იოლა და ჯასტინი იდეების განხორციელებას შეუდგნენ

კონსტრუქციის სიმაღლე 3,80 მეტრია, სიგანეში კი 2,50 მეტრ ფართს იყენებს. ესეც კანონში წერია, თორემ, ცხადია, უფრო მასშტაბურს გააკეთებდნენ. მაშინაც კი, როცა მთელი ეს მოძრავი ციხე-სიმაგრე სრულიად დახურული და ალაგებულია, გზაში მაინც იქცევს ყურადღებას.

”იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ბევრი რამ სულაც არ გვჭირდება, - ამბობენ ჯასტინი, იოლა და პიკო, - რაც გვაქვს, ესეც საკმარისია.

თუმცა ცოტაოდენ მდიდრულობაზე უარი, რა თქმა უნდა, არ თქვეს. სახურავის ტერასაზე Open-Air-აბაზანა აქვთ დამონტაჟებული. ვინც აქ შხაპს მიიღებს, შეუძლია, გარემოს შესანიშნავი ხედებით დატკბეს. ხედები კი, იცოცხლე, როგორიც გინდა და, სადაც გინდა.
კარლ იოჰაენტგესი

Auto Bild
”მალე რაღაცების გადაკეთება მოგვიწევს, რადგან პიკოს უკვე საკუთარი ოთახი ჭირდება”

 

"ავტობილდი"

ფილტრაცია