ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ბასკეთში შექმნილი ლურჯი ღვინო განსჯის საგანი გახდა
ბასკეთში შექმნილი ლურჯი ღვინო განსჯის საგანი გახდა

 

ოდესმე გსმენიათ ლურჯი ღვინის არსებობის შესახებ? ალბათ არა, რადგან ბუნებრივად ღვინოს ლურჯი ფერი ნამდვილად არა აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი არად ჩააგდო ესპანეთში, კერძოდ კი ბასკეთის რეგიონში მოღვაწე ღვინის მწარმოებელმა ინოვაციურმა კომპანია Gïk-მა და, ადგილობრივი ქიმიკოსების კონსულტაციით, ლურჯი ფერის ღვინო შექმნა, შეფუთა და ბაზარზეც ამ სახით გაიტანა.

ღვინის ლურჯი ფერის ფორმულა საიდუმლოდ რჩება, თუმცა ამ სასმელის ავტორები არ მალავენ, რომ ლურჯი ფერი ქიმიური ფორმულის დახმარებით მიიღეს. ისე კი, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ სასმელის უმთავრესი შემადგენელი ყურძნის წვენია და სწორედ ამიტომაც ქვია მას ღვინო და არა სხვა რიამე ბრენდი.

ლურჯი ღვინის გაყიდვებში ჩაშვებისთანავე, ეს სასმელი მთელს ევროპაში უკვე გახდა კრიტიკისა და განსჯის ობიექტი. განსაკუთრებით  ის ღვინის მწარმოებლები და ღვინის კრიტიკოსები აქტიურობენ, რომლებიც ე.წ. ნატურალისტურ მიმდინარეობას უჭერენ მხარს და ღვინოში ყოველგვარ ქიმიურ ჩარევას ებრძვიან. მათ შორის არიან ქართველი "ნატურალისტები", რომლებიც ამ პროდუქტს ალქიმიის შედეგად მიღებულ სასმელს უწოდებენ.

ღვინის უშუალო შექმნელი და ავტორი, მეღვინე არიც ლოპესი კი აცხადებს, რომ ყოველგვარი ნოვაცია თავიდან დიდი განსჯის საგანია და მხოლოდ გვიან ხვდებიან ადამიანები მის სიკეთეს. რამდენად შეიძლება განსაკუთრებულ ნოვაციად შეფასდეს ლურჯი ფერის ღვინო - ამას მომავალი გვაჩვენებს.

allwine

 

 

 

ფილტრაცია