სიახლეები >> ,,დიდი შესვენება" სამეფო უბნის თეატრში
,,დიდი შესვენება" სამეფო უბნის თეატრში

სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია. ამ მერხებს ახსოვს სუსტის ჩაგვრა და ზღვარგადასული სისასტიკე. დათა ფირცხალავას პიესაში გზააბნეული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი ბავშვობისთვის იძიონ შური.

13 და 14 იანვარს 20:00 საათზე თემურ ჩხეიძის სახელოსნო და სამეფო უბნის თეატრისპექტაკლს ,,დიდი შესვენება" წარმოგიდგენთ.

სპექტაკლში მონაწილეობენ თორნიკე გოგრიჭიანი, გაგა შიშინაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, სოსო ხვედელიძე, გიორგი შარვაშიძე და ანა წერეთელი.

 

 

ფილტრაცია