ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რქაწითელი - ღვინო, რომელიც ყველაზე მეტ ქართულ კერძს ეხამება
რქაწითელი - ღვინო, რომელიც ყველაზე მეტ ქართულ კერძს ეხამება

რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვინოა საქართველოში და როგორც ოჯახური მარნებისათვის, ასევე ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებისათვის რქაწითელის ღვინო მთავარი და უპირველესი ბრენდია.

ბოლო დროს სასიხარულიოა, რომ ქართულ მეღვინეობას უბრუნდებიან ძველი და მივიწყებული ქართული ვაზის საღვინე ჯიშები და არაერთ კუთხესა თუ სოფელში აღდგა ძველი და ტრადიციული ტიპის ვენახები. ეს ტენდენცია მზარდია და დიდ იმედებსაც აჩენს, თუმცა რქაწითელის ჰეგემონობას და პირველობას ჯერჯერობით არაფერი "ემუქრება".

ყველა დადებით თვისებასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რქაწითელის ყურძნისგან დაყენებული სხვადასხვა ტიპის ვარირებული ღვინო ყველაზე მეტ ქართულ კერძს ეხამება და შეხამების კუთხთ რქაწითელი ქართული ღვინიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად უნივერსალური ღვინოა.

მაგალითად, ქვევრში დავარგებული ტრადიციული ტიპის რქაწითელი შესანიშნავად ეხამება საქონლის ხორცის ხაშლამას, გუდის ყველს, საქონლისავე მწვადს, კეცზე მომზადებულ ნაკლებად ცხარე ხორციან კერძებს, ცომეულსა  და მოხარშული ფრინველის ხორცს. ამ ტიპის ღვინო ასევე თამამად შეგვიძლია შევუხამოთ ბოსტნეულისგან დამზადებულ კერძებსაც.

შედარებით მსუბუქი  და უჭაჭოდ დაყენებული რქაწითელი კი მწვანილეულის, ცოცხალი ბოსტნეულის, მოხარშული თევზისა და მსუბუქი ყველის (მაგალითად იმერული ყველის) საუკეთესო "მეგობარია".  

 

 

 

allwines.ge

 

 

 

 

 

ფილტრაცია