სიახლეები >> OVS, Collezione და Terranova ბათუმში შედის
OVS, Collezione და Terranova ბათუმში შედის

ტანსაცმლის ბრენდები OVS, COllezione და Terranova ბათუმში შედის. კომპანია Gtex-ის ხელმძღვანელის გიორგი ბასილაძის განცხადებით, ტანსაცმლის მაღაზიები Metro city mall-ში განთავსდება, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. 

სავაჭრო ცენტრში შევა Gtex-ის კიდევ ერთი ბრენდი Penti, რომელიც ბათუმში ერთი მაღაზიით უკვე არის წარმოდგენილი. 



ამ ეტაპზე კომპანია საქართველოს სხვა რეგიონების მიმართულებით გაფართოებას არ აპირებს. 

Gtex-ის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ახალი ბრენდების შემოყვანაზეც მიმდინარეობს და სიახლეები ამ მიმართულებით სექტემბრამდე იქნება. 


businesscontract.ge

 

 

ფილტრაცია