სიახლეები >> ვინილებიდან აიპოდამდე - Live ბარში "ათონელის 21"
ვინილებიდან აიპოდამდე - Live ბარში "ათონელის 21"

21 იანვარს ბარში ,,ათონელის 21"  თამაში ,,ვინილებიდან აიპოდამდე"  გაიმართება.

ღონისძიება მათთვისაა, ვისაც მუსიკა უყვარს.  თამაში მოიცავს კითხვებს 60-იანი წლების ჰიტებიდან თანამედროვე მუსიკამდე, მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შექმნან  6 კაციანი გუნდი და დარეგისტრირდნენ. 

თამაშში იქნება 5 ტური :
• რსრ სახის 10 კითხვა
• სურათები 10 კითხვა
• რებუსები 10 კითხვა
• მუსიკალური 10 კითხვა
• რაუნდი "ზერო", რომელიც არცერთ ფორმატში არ ჯდება, იქნება 5 წუთიანი და სწორი პასუხი შეფასდება 10 ქულით.
+ ბონუს რაუნდი, სადაც იქნება დასმული
"მაყურებლების" მიერ გამოგზავნილი კითხვები. 

თამაშში მონაწილეობისათვის შესატანია  15 ლარი. 

 

 

 

ფილტრაცია