ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> 10 საინტერესო და უცნობი ფაქტი ღვინოზე
10 საინტერესო და უცნობი ფაქტი ღვინოზე

1. ძველ საბერძნეთში დალევამდე ღვინოს სინჯავდნენ, რათა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ. პირველი სადღეგრძელოც „ჯანსაღი ღვინისა" ისმებოდა.

2. 1801 წელს პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა სამი ათასი დოლარი გამოყო ღვინის ბოთლების თანამედროვედ შეფუთვისთვის,  რაც წლიური  გამომუშავების 12 პროცენტს უდრიდა - ეს იგივეა, ახლა ობამამ ამისათვის 48 ათასი დოლარი რომ გამოყოს.

3. ერთი მტევანი ყურძნისგან ერთი ჭიქა ღვინო მზადდება. ერთ მოზრდილ მტევანში კი დაახლოებით 75 ყურძნის მარცვალია.

4. ოენოფობია ღვინის შიშს ან სიძულვის ეწოდება.

5. რესტორნებში გაყიდული ღვინოებიდან 55 პროცენტი წითელია.

6. ძველი რომაელები ღვინოს არომატის მისანიჭებლად ნიორს, თევზის სოუსს, ხახვს ან აბზინდას უმატებდნენ.

7, რაც დრო გადის, წითელი ღვინო თანდათან ფერს კარგავს, მაშინ, როდესაც, თეთრი უკეთეს ფერს იძენს - ის ოქროსფერი ან მოყავისფრო-მოყვითალო ხდება.

8. ევროპულ ღვინოებს სახელი მათი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად დაერქვათ.

9. უძველესი ღვინის ბოთლი ახალი წელთაღრიცხვით 325 წლით თარიღდება. ის გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ახლა „პფალცის" ისტორიულ მუზეუმში ინახება.

10. სიტყვა ღვინო ბიბლიაში 521-ჯერაა ნახსენები.

 

 

allwines

 

 

ფილტრაცია