საინტერესო >> რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ - ხშირად დასმული კითხვები მევენახეობაზე
რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ - ხშირად დასმული კითხვები მევენახეობაზე

როდესაც ადამიანი ვენახის გაშენებას და ღვინის დაყენებას გადაწყვეტს, ხშირ შემთხვევაში მისი ცოდნა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერაა სათანადო დონის და ამიტომ, იგი ცდილობს უკეთ გაერკვეს პირველ რიგში იმაში, თუ როგორ გააშენოს ვენახი და როგორ მოუაროს ვაზს. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე იმ ადამიანებისგან, ვისაც ვენახის გაშენება და მეღვინეობა აქვთ გადაწყვეტილი.

 ვაზი რა სიღრმეზე უნდა დავრგოთ და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?

 ვაზი ირგვება დაახლოებით ისე, რომ  2 საკვირტე უნდა დარჩეს მიწაში, ანუ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ვაზებს შორის დაშორება ჯობია, რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტი აქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავთ. მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.

 როდის უყენებენ ვენახს სარებს?

 სარები უნდა დაერჭოს გაშენებიდან  მესამე წელს, როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სარი რომ დადგება, უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე.

 როგორ ირწყვება ვენახი. რამდენჯერ ან როდის?

 ძირითადად მხოლოდ ახალშენი ვენახი ირწყვება. ზოგან კი ესეც არაა საჭირო. მაგალითად, სიღნაღის უკანა მხარის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება, მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია, მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს თავიდან სამ დღეში ერთხელ თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში, უფრო ადვილად იხარებს და საქმეც გაადვილდება.

 რა წამლის შეტანა უნდა მოხდეს ვენახში?

 ახალ დარგული ვაზი როგორც კი იხარებს - იწყება წამლობა. ახალი ვაზი ჯერ მიწის პირზეა და პატარაა, ამიტომ მიწიდან ნესტს იღებს ღამღამობით,  ნამი რომ ეცემა და ეს ნესტი და ნამი დაავადებების:  ნაცრისა და ჭრაქის რესურსია და პატარა ვაზი აუცილებლად უნდა იწამლოს. ყველა ვენახს სხვადახვანაირი წამლობა სჭირდება. ამიტომ, კარგი აგრონომის კანსულტაცია აუცილებელია.

 რა დროა საჭირო სრულ სიმწიფემდე და როგორ ხდება ამის შემოწმება?

ახალი დარგული ვაზი მესამე წელს გვაძლევს უკვე მოსავალს, ნუ მოსავალი პირველ წელსვე შეგიძლიათ დაასხმევინოთ, მარა მერე ვაზი კნინდება. ამიტომ, მესამე წლამდე უნდა სხვლა, რომ არ დაისხას და მთლიანი რესურსი ზრდაზე მოიხმაროს. მესამე წლიდან კი შეგიძლიათ დაკრიფოთ ყურძენი. ხოლო მეოთხე წელს სრული დატვირთვით მიიღებთ მოსავალს.

 როდის და რა მეთოდით იკრიფება ვენახი?

 მტევნების კრეფა იწყება სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ, ანუ როცა ყურძნის შაქრიანობა იზრდება 21-24 გრადუსამდე. მაგრამ არიან ქარხნები, რომელიც მკვახეს იბარებენ ცქრიალა ღვინისათვის, შამპანურისთვის.

რაც უფრო მეტად მწიფდება ყურძენი, მით უფრო იკლებს წონაში. ანუ მზე აორთქლებს წყალს და რჩება მარტო შაქარი. შაქრიანობის შემოწმება კი სპეციალური ე.წ თერმომეტრით ხდება. გამოწურავენ ცოტაოდენ წვენს, აგდებენ შიგ სპეციალურ თერმომეტრს და იგებენ შაქრიანობას.


allwines


ფილტრაცია