სიახლეები >> "თბილისიდან რკინიგზა ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება, მიმდინარეობს ვარიანტების განხილვა" , - დაჩი ცაგურია
"თბილისიდან რკინიგზა ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება, მიმდინარეობს ვარიანტების განხილვა" , - დაჩი ცაგურია

თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით მატარებლით პირდაპირი რეისები განხორციელდება. ამის შესახებ Myrest-ს  „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა.

ცაგურიას თქმით, არსებობს რამდენიმე სცენარი, თუ როგორ განხორციელდება პროექტი ქუთაისის აეროპორტში. ,,საქართველოს რკინიგზა" და აეროპორტების განვითარების კომპანია ერთობლივად არჩევენ პროექტის საბოლოო ვარიანტს.

,,როდესაც სცენარის საკითხი გადაწყდება, გაირკვევა რა მოცულობის სამუშაოა საჭირო, საბოლოო სცენარი გადაწყვეტს ხარჯებისა და დროის ფაქტორსაც ", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ ჩვენთან საუბარში.

ამჟამად  თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასულ მგზავრებს, ქალაქის აეროპორტამდე მისასვლელად, დამატებითი ტრანსპორტის გამოყენება სჭირდებათ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

​ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ხელახლა 2012 წელს აშენდა და რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს. 


 

 

ფილტრაცია