საინტერესო >> უახლოეს პერიოდში თბილისის რესტორნები მენიუს გაძვირებას გეგმავენ
უახლოეს პერიოდში თბილისის რესტორნები მენიუს გაძვირებას გეგმავენ

დღეის მონაცემით ერთი აშშ დოლარი 2.76 ლარი ღირს. Myrest.ge დაინტერესდა, გამოიწვევს თუ არა ლარის გაუფასურება რესტორნებში ფასების მატებას. ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე რესტორნის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

რესტორან “ბერნიში” გვითხრეს, რომ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ და ვალუტის გაუფასურებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასების მატება, რადგან მათ გაუძვირდათ დისტრიბუცია.

მსგავსი მოსაზრება აქვთ რესტორან “თაშრეში”. როგორც გვითრეს, ფასების მომატებისგან თავს იკავებენ, რადგან მომხმარებელი უკვე არსებულ ღირებულებას მიჩვეულია, თუმცა ბოლო დროს რესტორანი, ფაქტობრივად, წაგებაზე მუშაობს. “თაშრეში” ისიც გვითრეს, რომ რამდენიმე კერძის თვითღირებულება გასაყიდ ფასს აჭარბებს. ფასის სეზონურ ცვლილებას პროდუქტების გაძირებაც დაემატა და ამიტომ, შესაძლოა რესტორანში კერძების ფასებმაც მოიმატოს. “თაშრეში” თქვეს, რომ ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული და თევზეული. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება რესტორანს არ მიუღია, თუმცა ფასების მატება ორი კვირის განმავალობაში მოსალოდნელია.

რესტორან “ბარაკონსა” და “წისქვილში” გვითრეს, რომ ჯერჯერობით ფასების მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ კერძები არ გაძვირდება. 

რაც შეეხება, რესტორან “ტაბლას”, გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ.

 

 

 

ფილტრაცია