სიახლეები >> გუდაურში „რედისონი“ და „შერატონი“ 2018 წლის ზამთრის სეზონზე გაიხსნება
გუდაურში „რედისონი“ და „შერატონი“ 2018 წლის ზამთრის სეზონზე გაიხსნება

კომპანია  „რედკო"  გუდაურში ,,რედისონისა" და ,,შერატონის" სასტუმროებს გახსნის. ამის შესახებ Myrest-ს ,,რედკოში" განუცხადეს.

,,ვთანამშრომლობთ კანადურ კომპანია „ეკოსაინთან",  კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში თებერვალში ჩამოვლენ, რათა ცვლილებები შევიტანოთ ახალი გუდაურის პროექტში. ამასთან,მიმდინარეობს ,,რედისონის" სასტუმროს დაგეგმარება." -განაცხადეს კომპანია ,,რედკოში".

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს.

ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, შეიქმნება დამატებითი დასვენებისა და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო.

გარდა ამისა, „რედკოს" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ მიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide"-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - "Sheraton"-ისა და "Four Points by Sheraton"-ის სასტუმრობი გაიხსნება.

კომპანია ,,რედკოში" აცხადებენ, რომ სასტუმროები გუდაურში, სავარაუდოდ, 2018 წლის ზამთრის სეზონისთვის გაიხსნება. 



ფილტრაცია