სიახლეები >> ლიონელ მესი საკუთარ "მაზერატს" 120 000 ევროდ ყიდის
ლიონელ მესი საკუთარ "მაზერატს" 120 000 ევროდ ყიდის

ეს ”მაზერატი”, კერძოდ კი, Maserati GT Stradale, 2012 წელსაა გამოშვებული და დაახლოებით 120 000 ევრო ღირს. რატომ ამდენი? საქმე ისაა, რომ ამ მანქანით თვით ლიონელ მესი დადიოდა. ვინ არის ლიონელ მესი? დაგუგლეთ...

 

 



Auto Bild

მართალია, Maserati GranTurismo MC Stradale შესანიშნავი ავტომობილია, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორადია, თითქმის 5 წლის და 119 900 ევრო ამ მანქანისთვისაც კი ძალიან დიდი ფასია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფეხბურთის არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის ჰყავდა.

Auto Bild

ახლა კი ამ ავტომობილს გერმანიის ქალაქ ეშბორნში ერთ-ერთი დილერი ყიდის. მესის ყოფილი ”მაზერატი” 450-ცხენისძალიანია და 46 000 კილომეტრი აქვს გავლილი. დილერი ირწმუნება, რომ აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ”მაზერატი” ნამდვილად მესის ეკუთვნოდა - თანაც, დოკუმენტებზე ლეოს ხელმოწერებიც ყოფილა...

Auto Bild

ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მანქანა მართლაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

აქვე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 120 000 ევროდ გაიყიდა მიხაელ შუმახერის ყოფილი მერსედესიც (იხილეთ სტატია).

Auto Bild

 

"ავტობილდი"

 

 

ფილტრაცია