სიახლეები >> რა ჯდება დასვენება საქართველოს ზამთრის კურორტებზე
რა ჯდება დასვენება საქართველოს ზამთრის კურორტებზე

ოფიციალურად ზამთრის სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 10 დეკემბერს გაიხსნა.  MyRest.Ge დაინტერესდა რა ფასად შეუძლიათ მსურველებს  საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება.

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ,,კრისტალში" 4 იანვრიდან 15 იანვრამდე ორადგილიანი სტანდარტული ნომერი 200 დოლარი ღირს, აღნიშნული ნომრის ფასი 16 იანვრიდან მცირდება და დამსვენებლებს ,,კრისტალში" 1 ღამის გაატრება 140 დოლარი დაუჯდებათ. საინტერესოა ფაქტი, რომ სასტუმრო „კრისტალში" ერთადგილიანი ნომრები არ აქვთ.

ნომრის ღირებულებაში შედის შვედური მაგიდა ქართული-ევროპული კერძებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, საუნით და სატრენაჟორო დარბაზით.

სასტუმრო ,,მგზავრები" ბაკურიანის დამსვენებლებს აპარტამენტს 2 საძინებლით 15 იანვრამდე 160  დოლარად, ხოლო 16 იანვრიდან 140 დოლარად სთავაზობს . ფასში შედის : აუზი,საუნა, ბავშვთა ოთახი, კინოდარბაზი, ანიმატორი,ტრანსფერი სასრიალო ტრასებზე და უკან, Wi-Fi სასტუმროს ტერიტორიაზე.

გუდაურში მდებარე სასტუმროში ,,მარკო პოლო" სტანდარტულ  ოთახში განთავსება 258 აშშ $ ჯდება, ღირებულებაში შედის საუზმე.

მესტიაში, სასტუმრო „თეთნულდის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სტანდარტული, a2 ადგილიანი ნომერი ამჟამად 95 დოლარი ღირს.

რაც შეეხება კურორტ გოდერძის, ძირითადად კოტეჯებითაა დატვირთული. კოტეჯებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 100 ლარიდან 150 ლარამდეა. კოტეჯები 12 ადამიანზეა გათვლილი,

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია