სიახლეები >> "ბიგ სმოუქი"- პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი თბილისში
"ბიგ სმოუქი"- პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი თბილისში

პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი "ბიგ სმოუქი"  თბილისში ოქტომბერში გაიხსნა, რესტორანი 2017 წელს გაფართოებას გეგმავს. როგორც Myrest-ს რესტორანში განუცხადეს, "ბიგ სმოუქის"  ახალი ფილიალი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში თებერვალში გაიხსნება.

როგორც რესტორანში აცხადებენ, "ბიგ სმოუქი"   საშუალო დონის ფასებს გვთავაზობს. რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია არის მთლიანად ამერიკული. ,,ბიგ სმოუქში" დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი", რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთან ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

კვების ობიექტის პირველი ფილიალი თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში მდებარეობს. "ბიგ სმოუქი"  60 სტუმარზეა გათვლილი  



 

 

 

ფილტრაცია