ბლოგი >> "დროებით უარი თქვით გემრიელ ფუნთუშასა და ახალ ჯინსზე" - როგორ დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა მინიმალური დანახარჯით?
"დროებით უარი თქვით გემრიელ ფუნთუშასა და ახალ ჯინსზე" - როგორ დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა მინიმალური დანახარჯით?

მოგზაურობა, რომელიც სასიამოვნო ემოციებს უკავშირდება, ბევრისთვის ჯერ კიდევ რჩება ოცნებისა და ფუფუნების საგნად, მხოლოდ იმიტომ რომ მდიდრები არ არიან. არადა, კარგად დაგეგმილ მოგზაურობას სულაც არ სჭირდება ბევრი ფული. მოგზაურობისთვის მთავარია სურვილი და თანმიმდევრული გეგმა , რომელიც დასახულ დისტანციამდე მიგიყვანს.


მაშ ასე, თუ მოგზაურობა გინდათ, პირველ რიგში გადაწყვიტეთ მიმართულება.რომელი ქალაქის მონახულება გსურთ? ეცადეთ ტური თქვენი ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმოთ,ასე უფრო მეტ ენთუზიაზმს გამოიჩენთ და ეს დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.  მიმართულების დაგემვის შემდეგ გაარკვიეთ გჭირდებათ თუ არა ვიზა და ასევე, რა საბუთებია საჭირო ვიზის ასაღებად. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩოების ვებ გვერდზე ნახავთ. ამის შემდეგ უკვე ფულის დაზოგვის ოპერაციაზე გადადით. როგორც უკვე ვთქვით, დიდძალი თანხა არ არის საჭირო, მაგრამ რაღაც თანხას მაინც უნდა მოუყაროთ თავი და ეს შესაძლებელია, თუ მოგზაურობას პრიორიტეტად გაიხდით და გემრიელ ფუნთუშებზე, რესტორანში ვახშამსა თუ ახალ ჯინსზე ცოტა ხნით უარს იტყვით. ჯერი ბილეთის ყიდვაზე მიდგა? დღესდღეობით ბაზარზე მრავლადაა ავიაკომპანიები,რომლებიც ძალიან შეღავათიან ფასად გვთავაზობენ ავიარეისებს და არც უფრო ადრე შეიძენთ, მით უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. წინასწარ უნდა იზრუნოთ ღამით გასათევ ადგილზეც. თუ ფულის დაზოგვა გსურთ,ძვირადღირებულ სასტუმროს საოჯახო ტიპის სასტუმრო უნდა არჩიოთ, ასევე შეგიძლიათ წინასწარ შეიპიროთ ვინმე, ვინც ადგილზე ჩასულს ღამეს გაგათევინებთ. სავიზო პროცედურების მშვიდობიანად გავლისა და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მასპნიძელ ოჯახში დაბინავდებით.  კვებაც მნიშვნელოვანია. უმეტეს შემთხვევაში მასპინძლები გმაპინძლობენ როგორც წესია და რიგია, მაგრამ გეგმა ბე გამონაკლისი შემთხვევებისთვის მაინც უნდა გქონდეთ. მასპინძელი ოჯახის სამზარეულო საუკეთესო გამოსავალია, თავს კულინარიაშიც გამოცდით და თან იაფადაც გამოხვალთ.  რაც შეეხება ქალაქის დათვალიერებას, საფეხმავლო ტური ე.წ.  walking tour ევროპის თითქმის ყველა ქალაქს აქვს,  მას იპოვით ასვეე სამხრეთ ამერიკაში, ნიუ იორკში, ავტრალიაში, ნიუ ზელანდიაში. ტურის დასაგეგმად შეგიძლიათ მიაკითხოთ ქალაქის ტურისტულ ცენტრებს ან მარტივად გუგლში იპოვოთ ,, Free walking tour’’.


თუ ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას აპირებთ, ტურისტული ბარათის ყიდვას გირჩევთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ დაზოგავთ თანხას მუზეუმებისა და პარკებში, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. თუ ფეხით სიარულო მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ავტოსტოპითაც ისარგებლოთ. ეს ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებას მოგცემთ. თუ ჯგუფთან ერთად გირჩევნიათ გადაადგილება, blablacar-ით შეგიძლიათ იპოვოთ თანამგზავრი, ხარჯებსაც გაიყოფთ და თავს ისტორიებით შეიქცევთ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ქვემოთ მოცემულ სასარგებლო ბმულებსაც გაეცანით, რომელთა მეშვეობითაც თქვენი მოგზაურობა მინიმალური თანხა დაჯდება.


მშვიდობიან და საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!


Vayable (ტურები)


BlaBlaCar (იაფადმგზავრობა)


EatWith (საკვები )

 

თამთა ჯინჯოლავა

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია