სიახლეები >> საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან კომუნიკაცია დაამყარა
საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან კომუნიკაცია დაამყარა

საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე ქართულმა მხარემ Tesla-სთან პირველადი კომუნიკაცია დაამყარა,- ამის შესახებ „საქმიანი დილას“ პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ინტერესი დააფიქსირა და კომპანიისგან პასუხს ელოდება.

"პირველადი კომუნიკაცია შედგა, ჩვენ ჩვენი ინტერესი დავაფიქსირეთ და პასუხად მივიღეთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის გადასვლისთვის შიდა ანალიზი მოხდება და იმ შემთხვევაში თუ კომპანიის პროექტებში ჯდება ჩვენი რეგიონი, კომუნიკაციის გაგრძელების საშუალება გვექნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დამატებით ვეცდებით კომუნიკაციის კიდევ სხვა გზები ვიპოვნოთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საქართველო პოზიტიურად წარმოვაჩინოთ და ყველა დადებითი მხარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ინფორმაცია მივაწოდოთ",- განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

შეგახენებთ, უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Tesla ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც ადგილმდებარეობა ჯერ არ შეურჩევია. 

"ბიზნესკონტრაქტი"

 

 

 

ფილტრაცია