ბლოგი >> "ველოსიპედით მთელი ჰოლანდია შემოვიარე" - თამთა ჯინჯოლავას ბლოგი
"ველოსიპედით მთელი ჰოლანდია შემოვიარე" - თამთა ჯინჯოლავას ბლოგი

ველოსიპედი (ფრანგ.velosipede-ჩქარი ფეხი ) საფრანგეთში 1870 წელს გამოიგონეს და მას შემდეგ მისი ტექნიკური აღწერილობა და დანიშნულება რამდენამდე შეიცვალა.  ველოსიპედის შემდეგი ტიპები არსებობს: უნიციკლი,  მონოციკლი, ლიგერადი,ტრიციკლი და ტანდემი. ყველა მათგანს თავისი დანიშნულება და ტარების სტილი აქვს.


დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია  ერთადგილიანი ველოსიპედი ორი ბორბლით. ევროპის ბევრ ქვეყანაში ველოინფრასტრუქტურა ისეა მოწესრიგებული, რომ ის გადაადგილების მთავარ საშუალებად გამოიყენება. ველოსიპედით მოგზაურობას ბევრი პლიუსი აქვს: არ სჭირდება საწვავი, თუ გაფუჭდა,მისი შეკეთება იაფია, არ გიწევს საცობებში საათობით დგომა და ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი ვარჯიშია .ამ მიზეზების გამო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ველოსიპედით მოგზარუობა და ტურისტულ საგენტოებს უკვე აქვთ უამრავი ტური   ველომოყვარულთათავის. ველომოყვარულებს კი ყველაზე მეტად ეს ოთხი ქვეყანა სწყალობს : ნიდერლანდები, შევიცარია, გერმანია, საფრანგეთი.


მე პირადად ველოსიპედით მხოლოდ ერთხელ, ნიდერლანდებში ყოფნისას ვიმოგზაურე. მოგზაურობა ამსტერდამიდან დავიწყე და ლამის მთელი ჰოლანდია შემოვიარე და ეს ყველაფერი მიზერული ფასი დამიჯდა.( ველოსიპედის ქირაობა საკმაოდ იაფია).ველოსიპედი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ქალაქიდან  ქალაქამდე სამოგზაუროდ. ჩემი  სურვილისამებრ დავგეგმე მარშუტი, თავად განვსაზღვრე დასვენებისა და საინტერესო ადგილებში შეჩერების დრო, მოვხვდი  მანქანისთვის მიუვალ ადგილებში და რაც მთავარია, უამრავ საინტერესო ველომოგზაურს გადავაწყდი გზად. ველოგზა ცალკეა გამოყოფილი და არც მანქანა გადამეკვეთა, არც სხვა რამ ტრასპორტი. მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს.  სიტყვაზე მენდეთ და თქვენც  გამოსცადეთ ახალი და გიჟური შეგრძნებები . ველოგზა თქვენს საყვარელ ქალქებში გელოდებათ!

ფილტრაცია