სიახლეები >> საფეხბურთო კლუბ "რომას" სახელობის ღვინო 24 ევროდ გაიყიდება
საფეხბურთო კლუბ "რომას" სახელობის ღვინო 24 ევროდ გაიყიდება

საყოველთაოდ ცნობილი საფეხბურთო კლუბის  სახელითა და ლოგოტიპით  სამარკო ღვინის ჩამოსხმა ევროპაში ბოლო დროს ძალიან მოდური ტენდენცია გახდა.  საფეხბურთო კლუბის სახელობის ღვინოებს ხშირად ისეთი ქვეყნების კლუბებიც კი უკვეთავენ, სადაც ღვინის კულტურა ძალზე დაბალ დონეზეა.

იტალია ამ მხრივ მართლაც რომ გამორჩეული ქვეყანაა და საფეხბურთო კლუბი "რომა" ვისზე ნაკლები გუნდი იქნებოდა, თავისი სამარკო ღვინო რომ არ ჩამოესხა?! "რომას"  ხელმძღვანელებმა კლუბის ლოგოთი დამშვენებული 2012 წლის მოსავლის ვარდისფერი ღვინო ემილია-რომანიის რეგიონის ერთ-ერთ დიდ ღვინის საწარმოს დაუკვეთეს.

როგორც "რომას"  დირექტორატში ამბობენ, ამ ღვინოს ფეხბურთელები და კლუბის მესვეურები მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგ დააგემოვნებენ. გარდა ამისა, ღვინის რეალიზაცია “რომას” საფირმო მაღაზიებშიც მოხდება და მისი ფასი საკმაოდ დიდი -  24 ევრო იქნება. ისე, საინტერესო კი იქნებოდა, ქართულ კლუბებსაც მიემართათ ამ მარკეტინგული ხრიკისთვის. 

ფილტრაცია