საინტერესო >> Volvo დამღლელი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად
Volvo დამღლელი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად

ყველაფერი საბავშვო ბაღიდან იწყება, შემდეგ მოდის სკოლა, უნივერსიტეტი და თანდათან, რეალურ ცხოვრებაში თავის დამკვიდრების დროც დგება. ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და სახავენ მიზანს, რომლის მიღწევა, განხორციელებაც ძალიან სურთ. შრომობენ, სწავლობენ და დიდი შემართებით, გარკვეულ ასაკში დასახულ მიზანსაც აღწევენ, თუმცა, მთელი ამ დროის მანძილზე ხშირად უარს ამბობენ ძალიან ბევრ რამეზე. მიზნის მიღწევის შემდეგ, ის, რაზეც აქამდე უარს ვამბობდით უფრო მიმზიდველად და მაცდურად გამოიყურება. ამბობენ, გვიან არასდროს არისო, მიუხედავად ასაკისა თუ სამსახურეობრივი პოზიციისა, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დამღლელი რეალობიდან მოწყვეტა და თუნდაც, სათევზაოდ წასვლა. ასეთი შემთხვევებისთვის კი საჭიროა შესაბამისი ავტომობილიც. 


marketer.ge

 

 

ფილტრაცია