სიახლეები >> ქართული რესტორანი, სადაც რუსი ვარსკვლავები იკრიბებიან
ქართული რესტორანი, სადაც რუსი ვარსკვლავები იკრიბებიან

რუსეთში ქართული სამზარეულო პოპულარულია, ისევე როგორც ქართული სუფრა და ტრადიციები. ბევრი რუსი მეგობრებთან ერთად საღამოებს ქართულ რესტორნებში ატარებს. U Pirosmani იმითაა განსაკუთრებული, რომ გემრიელი საჭმელების გარდა, სტუმრები ნოვოდევიჩის დედათა მონასტრის ხედით ტკბებიან და ცნობილ სახეებთან ერთად ატარებენ დროს.

 

U Pirosmani სტუმრებს 20 წელია მასპინძლობს. მისი მეპატრონე თორნიკე კოპალეიშვილი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთ რამეს ნანობს. „ვერ ვიჯერებ, რომ რესტორანში არ ვიყავი კლინტონის სტუმრობისას" - ამბობს კოპალეიშვილი.

 

ერთადერთი,  რაც რესტორანში წლების განმავლობაში შეიცვალა - სტუმრებია. „ ჩვენთან იგივე მუსიკა, იგივე კერძები და იგივე შეფ-მზარეულია" - ამბობს რესტორნის მეპატრონე.

 

კოპალეიშვილმა შეფ-მზარეული საქართველოში იპოვა და სხვა მზარეულებთან ერთად თავის რესტორანში მიიწვია. ყველაზე რთული რესტორნის ადგილის ამორჩევა იყო.

 

ნოვოდევიჩის დედათა მონასტრის ქუჩაზე მდებარე რესტორნიდან სტუმრებს შეუძლიათ მოოქროვილ გუმბათებს უცქირონ.

 

„პირველად რომ აქაურობა ვნახე ძალიან მომეწონა, ეს აკფე 6 წლის განმავლობაში იყო მიტოვებული" - ამბობს კოპალეიშვილი.

 

კოპალეიშვილის მეორე რესტორანი Rytsarsky Club 12 წლის წინ გაიხსნა და მისი ფანჯრებიდან ფოთლებით დაფარული ქალაქის დანახვა შეგიძლიათ. აქ U Pirosmani-ს მსგავ კერძებს შეხვდებით, მაგრამ განსხვავებულ ინტერიერს. U Pirosman-ში შესვლისთანავე თავი ხელოვანის სახელოსნოში გეგონებათ.

 

ქართული სამზარეულოს გასაცნობად და დასაგემოვნებლად სტუმრები ხშირად იკრიბებიან.

 

ქართველი მეპატრონისთვის 19 წლის განმავლობაში ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი სინდი კროუფორდი იყო. „მისმა სილამაზემ მომხიბლა."

 

„რუსეთში ვერ იპოვით რესტორანს, რომელსაც იმდენი ცნობილი სახე სტუმრობს, რამდენიც ჩვენს U Pirosman-ს" - ამბობს კოპალეიშვილი.


ავტორი: ნინო ტყეშელაშვილი

მომზადებულია The Moscow Times მიხედვით


 

 

ფილტრაცია