სიახლეები >> მოგზაურების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა
მოგზაურების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 755 080 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან +10.5%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 294 001 (+24.3%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.1%), სომხეთიდან (+18.2%), თურქეთიდან (-11.6%), რუსეთიდან (+35.9%) და უკრაინიდან (+18.9%) განხორციელდა.

იანვარ-თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა (2016 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით) 31 404 კაცით, მეორე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც 24 329 ვიზიტორით მეტი ჩამოვიდა, ხოლო მესამეზე ირანია 12 484-იანი ზრდით. აღნიშნულ 2 თვეში ვიზიტორების ზრდა სულ დაახლოებით 71 000-ია, საიდანაც 68 000 სწორედ რუსეთზე, სომხეთზე და ირანზე მოდის.

 

 

forbes.ge

 

ფილტრაცია