სიახლეები >> Photo Bus – ფოტოჯიხური ბორბლებზე Smart Photos-სგან
Photo Bus – ფოტოჯიხური ბორბლებზე Smart Photos-სგან

Photo Bus, იგივე "ფოტო ბასი" Smart Photos-ს ახალი მომსახურებაა, რომელიც სულ ცოტა ხანია, რაც შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ესაა ფოტოჯიხური ბორბლებზე, რომელიც გათვლილია ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე და ფართოდ არის დანერგილი სხვა ქვეყნებში. "ფოტო ბასის" კონცეფციაზე Smart Photos-ის დამფუძნებელს ალექსანდრე დოლიძეს ვესაუბრეთ.

როგორია ახალი მომსახურების კონცეფცია? მომხმარებლისგან იყო მოთხოვნა, რომ დაგემატებინათ "ფოტო ბასი"?

ეს არის ფოტოჯიხური ბორბლებზე, რომელიც არის ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე გათვლილი. მივდივართ ადგილზე, შიგნით სხდებიან და იღებენ ფოტოებს და გიფებს. ფუნქცია იგივეა, ბუნებრივია, უბრალოდ, შეფუთვაა სხვა, კონცეპტუალურად არის განსხვავებული, Open Air ღონისძიებებზე რომ მოგვერგო. მსოფლიო მასშტაბით არსებობს "ფოტო ბასის" კონცეფცია, განსხვავებულია და ძალიან პოპულარული. მიღებული პროდუქცია იგივეა - იღებ ფოტოს, ბეჭდავ ჩვეულებრივად. მოთხოვნა, როგორც ასეთი, არ ყოფილა, უბრალოდ, ვცდილობთ, ეტაპობრივად გადმოვიტანოთ საერთაშორისო გამოცდილება, რაც სხვა ქვეყნებშია პოპულარული, - ვსწავლობთ და ვნერგავთ აქაც, ერთ-ერთია "ფოტო ბასი". იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მსგავსი პროდუქტები პოპულარულია, "ფოტო ბასი" დიდი ხანია არსებობს და არის სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც ნელ-ნელა დავნერგავთ.

რამდენი "ფოტო ბასია" ამჟამად ხელმისაწვდომი?

ჯერ ერთი მანქანა გვყავს, თუმცა, შევხედავთ, როგორი მოთხოვნა იქნება და იმის მიხედვით დავამატებთ კიდევ მანქანებს. ესაა ვოლკსვაგენის მიკროავტობუსი, რომელიც გადავაკეთეთ, აპარატი ჩავამონტაჟეთ და ახალი პროდუქტი მივიღეთ.

 სომხეთის წარმომადგენლობისთვისაც გყავთ "ფოტო ბასი", თუ ჯერ აქ დაიწყეთ და შემდეგ იქაც დანერგავთ?

სომხეთში "ფოტო ბასი" ჯერ არ გვაქვს. ჯერ აქ გავუშვებთ და დავაკვირდებით, როგორი დაინტერესება იქნება. მე ვფიქრობ, რომ წესით, კარგად უნდა იმუშავოს.

 

 

marketer.ge

 

 

 

ფილტრაცია