სიახლეები >> "საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს"
"საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს"

საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს, - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და მისი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს. 

„ეს ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა რომ შეიზღუდოს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანა, რათა არ მოხდეს შემდეგ ამ ღვინის გაბერვება. ჩვენ საქართველოში შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რამდენი ღვინო ისხმება და გადის. როდესაც გადის ქვეყნის გარეთ, მისი კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება. არაა საუბარი კონკრეტულ ბაზარზე, ეს არის ზოგადად მოთხოვნა. ასევე მოთხოვნა ქართულ ღვინოზე წლიდან წლამდე იზრდება, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და ნაკლებად არის საჭიროება რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გავიდეს ქვეყნიდან და სჯობს რომ ეს ფული ქვეყნის შგნით დაიხარჯოს", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

 

 

businesscontract.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია