სიახლეები >> "ბახი მეტროში" — თბილისი საერთაშორისო აქციას შეუერთდა
"ბახი მეტროში" — თბილისი საერთაშორისო აქციას შეუერთდა

თბილისი საერთაშორისო მუსიკალურ აქციას "ბახი მეტროში" შეუერთდება - ამ კომპანიის ფარგლებში მეტროს სადგურებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები აჟღერდება.

"Bach in the Subways" არის საერთაშორისო პროექტი, რომლის ავტორიცაა ამერიკელი ჩელისტი დეილ ჰენდერსონი. აქცია-კონცერტის მიზანია კლასიკური მუსიკის, კერძოდ, ი.ს. ბახის შემოქმედების პოპულარიზაცია.

პროექტში მონაწილეობას იღებენ: ე. მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური სამუსიკო სკ ოლის, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიისა და "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეები.

აქციაში "ბახი მეტროში" საქართველო მესამედ უერთდება. წელს ბახის 332-ე დაბადების დღე 18 მარტს, 14:00 საათზე ე.წ. "ახალ ტფილისში" (ფოსტასთან, მაზნიაშვილის კუთხეში, აღმაშენებლის ახალ საფეხმავლო მონაკვეთზე) აღინიშნება.

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია