სიახლეები >> მარიხუანას შემცველი "მერი ჯეინის ღვინო" უკვე გაყიდვაშია
მარიხუანას შემცველი "მერი ჯეინის ღვინო" უკვე გაყიდვაშია

კალიფორნიელმა მეღვინეებმა, ინოვაციური ღვინო შესთავაზეს მომხმარებლებს. „მერი ჯეინის ღვინო“ მარიხუანას შეიცავს და იგი რეკომენდირებულია გლაუკომით, სიმსივნით, ეპილეფსიითა და ქრონიკული ტკივილებით დაავადებული პაციენტებისთვის.

 

„მერი ჯეინის ღვინო“ წითელი შეფერილობისაა, თუმცა მას მარიხუანას მწვანე ფერი დაჰკრავს. ის გამოიყენება, როგორც სასმელად, ასევე, აქვს სამკურნალო თვისებებიც. იგი მოძრაობის პრობლემებისა და უძილობის მქონე ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში. 


როგორც „მერი ჯეინის ღვინო“-ს ოფიციალურ გვერდზე წერენ, პროდუქტი ჩვეულებრივი ყურძნისგან მზადება, მაგრამ დუღილის პროცესში ემატება მარიხუანას წვენი და ესენცია. სწორედ ეს მეთოდი განსაზღვრავს ღვინის არომატსა და მის განსაკუთრებულ შეფერილობას.

 

„მერი ჯეინის ღვინო“ არ იწვევს დამოკიდებულებას და მისი საბაზრო ფასი  140$-დან 400$-მდე მერყეობს.

 

 

ფილტრაცია