სიახლეები >> Google-ის პროგრამით, მშობლები შვილების სმარტფონების გააკონტროლებას შეძლებენ
Google-ის პროგრამით, მშობლები შვილების სმარტფონების გააკონტროლებას შეძლებენ

კორპორაციამ Google მობილური პროგრამა Family Link შეიმუშავა, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს შვილების სმარტფონები გააკონტროლონ, იმ შემთხვევაში, თუ მათ Android-სმარტფონები აქვთ.

ახალი სერვისი Google-ის ბლოგში იყო აღწერილი.

Family Link-ს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს. პროგრამა ბავშვებს ხელს უშლის მშობლის თანხმობის გარეშე ნებისმიერი აპლიკაცია ჩატვირთონ თავიანთ სმარტფონებში. მეორეს მხრივ, სერვისი მშობელს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ის ვებ-გვერდები, რომელსაც მისი შვილი გახსნის და საერთო სტატსისტიკას გადახედოს, რომელსაც ბავშვი დღის, კვირის ან თვის განმავლობაში გამოიყენებს. ამავე დროს, მშობლებს შეუძლიათ ამა თუ იმ პროგრამის სარგებლობის შემთხვევაში შვილებისთვის შეზღუდვები დაადგინონ.

Family Link-ის დახმარებით მოწყობილობაზე ბლოკის დადებაც შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში. მაგალითად, სმარტფონს ბავშვები ვერც ღამე და ვერც სწავლის დროს გამოიყენებენ.

ამჟამად Family Link ტესტირების სტადიაშია. პროგრამა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს და 13 წლამდე ბავშვების მშობლებმა მასზე ხემისაწვდომობისთვის აუცილებლად სპეციალურ ვებ-გვერდზე უნდა დატოვონ განცხადება. გარდა ამისა, პროგრამის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ სმარტფონები Android 7.0 Nougat-ით მუშაობდნენ, ხოლო მშობლების მოწყობილობები კი Android 4.4 KitKat-ბაზაზე უნდა მუშაობდნენ.

 

Fossbytes.com

 

 

 

ფილტრაცია