სიახლეები >> დარეგისტრირდი! დაემგზავრე! დაზოგე! ან არ გადაიხადო! - Damemgzavre.Ge საიტი მოგზაურებისთვის
დარეგისტრირდი! დაემგზავრე! დაზოგე! ან არ გადაიხადო! - Damemgzavre.Ge საიტი მოგზაურებისთვის

Damemgzavre.Ge - როგორც აღმოჩნდა ერთნაირად წარმატებული აღმოჩნდა როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის.


„დარეგისტრირდი! დაემგზავრე! დაზოგე!“ - ეს არის საიტის მთავარი პრინციპი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოგზაურებსა და მძღოლებს საკმაოდ საინტერესო წინადადებას სთავაზობს.


როგორ გადავიხადოთ ბენზინში ნაკლები ?


დღეისათვის ეს შეკითხვა ძალზე აქტუალურია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საწვავის ფასი თიტქმის ყოველდღიურად მატულობს. საიტი დაგეხმარებათ რაციონალურად დახარჯოთ ბენზინი! თუ გსურთ თქვენი ავტომობილით სადმე გაემგზავროთ და მგზავრობის ხარჯები შეამციროთ დარეგისტრირდით საიტზე damemgzavre.ge. დადეთ განცხადება და მიუთითეთ მიმართულება (სადაც გაემგზავრებით), დრო, თავისუფალი ადგილების რაოდენობა და სავარაუდო ფასი, რომელსაც ითხოვთ მგზავრისგან. რაც მეტი ადამიანი დაგემგზავრებათ მით ნაკლები თანხა დაგეხარჯებათ ბენზინში!


როგორ მოქმედებს  საიტი ტურიზმზე ?

დღეისათვის საქართველო ძალიან მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის. სტატისტიკურად ბოლო წლებში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება, რაც განაპირობებს ტექნიკური - კერძოდ, ტრანსპორტირების საკითხების დახვეწის აუცილებლობას. მსოფლიო ტურიზმის განვითარების პრაქტიკაში მსგავსი დანიშნულების საიტები დიდ როლს თამაშობენ, რადგანაც ხელს უწყობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

საიტის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. მძღოლი, რომელიც მიემგზავრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დებს განცხადებას, მანქანის ტიპის, თარიღისა და ყველა დეტალის შესახებ, რომელიც მგზავრობასთანაა დაკავშირებული. ხოლო მგზავრი, რომელიც მიემგზავრება და სურს „დაემგზავროს“ ამავე საიტზე, საძიებო სისტემის საშუალებით ირჩევს სასურველ მიმართულებასა და თარიღს.


ხშირად ხდება, რომ მძღოლი, რომელიც მიემგზავრება რეგიონში, მას არ სჭირდება თქვენი ფული, მას უნდა უბრალოდ თანამგზავრი, რომელიც საკმაოდ გრძელ გზას საუბარით შეუმოკლებს და გამოდის, რომ მგზავრი სრულიად უფასოდ მოგზაურობს ქვეყნის გარშემო.


დროა, შეუდგეთ თქვენთვის სასურველი რეგიონის შერჩევას და #დაემგზავროთ!

 

 

 

ფილტრაცია