სიახლეები >> The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი ცხრა საუკეთესო რეჟისორს შორის დაასახელა
The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი ცხრა საუკეთესო რეჟისორს შორის დაასახელა

ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა ახალი ფილმისთვის ჩემი ბედნიერი ოჯახი სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღეს.

The New York Times-მა კი ისინი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

"ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მათ რეჟისორობა გადაწყვიტეს", - წერს გამოცემა.

 

ფოტო: ჩემი ბედნიერი ოჯახი

 

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.

ფილმის შესახებ წერდნენ ისეთი გავლენიანი გამოცემები როგორებიცაა: გერმანული შპიგელიVillagevoiceTheplaylistThe Hollywood Reporter და Newdirectors.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი არ არის ისტორია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ თავისუფლდება ქალი წნეხისგან. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალები. ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს, თუ რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის. გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. ეს არ არის მხოლოდ ფილმი, ეს არის ცხოვრება თავისი საშინელებებითა და უპირატესობებით", - წერდა Villagevoice-ის ჟურნალისტი.

კინოკრიტიკოსი ჯორდან მინტზერი კი აღნიშნავდა, რომ ჩემი ბედნიერი ოჯახი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვიან ქალებს ყველგან - ქუჩაში, სამსახურში და ოჯახშიც კი, მინტზერი ამბობდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომელიც ვუდი ალენის ფილმებს მოგვაგონებს, განსაკუთრებით კი ენი ჰოლს.

გერმანული გამოცემა Der Freitag ფილმზე დაწერილ რეცენზიაში ხაზს უსვამს ქალის პორტრეტის სიღმესა და მასშტაბებს.

ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი მის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟებია. მოვლენების ცენტრში ამ შემთხვევაშიც ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.

ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა უკვე შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბერლინში, წლის ბოლომდე კი მისი პრემიერა საქართველოშიც შედგება.

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია