სიახლეები >> ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე რომანები უკვე ცნობილია
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე რომანები უკვე ცნობილია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა.

კონკურსის მიზანი 2016 წლის საუკეთესო ქართულ რომანის გამოვლენაა.

პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წელს.

განსახილველად შემოვიდა 12 რომანი. მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 ათასი ლარით დაჯილდოვდება.

განსახილველი რომანების სრული სია:

აბო იაშაღაშილი, "ძველი ტფილისის დამნაშავენი" - გამომცემლობა "ქოლგა"

 

ფოტო: ქოლგა

 


არჩილ ქიქოძე, "სამხრეთული სპილო" - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

 

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

 

ცოტნე ცხვედიანი, "მაიაკოვსკის თეატრი" - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

 

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

 


ლაშა მილორავა, "ორი ხორცი" - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

 

 

ალეკო შუღლაძე, "გადამალვა" - გამომცემლობა "დიოგენე"

 

ფოტო: დიოგენე

 

თამარ თანდაშვილი, "სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი" - გამომცემლობა "სიესტა"

 

ფოტო: სიესტა

 

ალექსანდრე ვაჭარაძე, "ირინოლა" - ავტორი

 

 

გურამ გეგეშიძე, "ნათლისქრობა" - გამომცემლობა "ინტელექტი"

 

ფოტო: ინტელექტი

 

რეზო თაბუკაშვილი, "13 დღე" - გამომცემლობა "ინტელექტი"

 

 

ტორესა მოსი, "იყო" - გამომცემლობა "ინტელექტი"

 

ფოტო: ინტელექტი

 

თამარ სუბელიანი, "მდინარეს თევზები შეჭამენ" - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

 

ფოტო: წიგნები ბათუმში

 

თამარ ფოლადაშვილი, "სიკვდილის ახსნა" - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

 

 

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე შვიდი წელია იმართება. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, საქართველოში ლიტერატურის განვითარებისათვის ხელი შეეწყო და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისთვის.

პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა.

  • 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისთვის "მამლუქი"),
  • 2011 წელს - ზაზა ბურჭულაძემ (რომანისთვის "გასაბერი ანგელოზი").
  • 2012 წელს პრემია არ გაცემულა,
  • 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისთვის "ვინ მოკლა ჩაიკა") და ჯაბა ზარქუამ (რომანისთვის "მკითხველი უნდა მოკვდეს").
  • 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისთვის "მსხლების მინდორი").

წყარო:www.on.ge

 

 

 

ფილტრაცია