საინტერესო >> ნივთები ფილმებიდან, რომლებიც რეალურადაც იყიდება
ნივთები ფილმებიდან, რომლებიც რეალურადაც იყიდება

კომპანიები ხშირად იყენებენ გულშემატკივართა სიყვარულს და გმირების გამოსახულებით ყველანაირ ნივთებს აწარმოებენ. თუმცა, ხანდახან განსაკუთრებული კრეატივისთვის მადლიერებიც ვართ.

წარმოგიდგენთ იმ ნივთებს, რომლებიც რეალურადაც შეგვიძლია ვიყიდოთ. მათი მეშვეობით კი საყვარელი ფილმის ნაწილად ვიგრძნოთ თავი.


ბერტი ბოტსის კანფეტები
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"
„ჰარი პოტერის" პირველ ფილმში ახალგაზრდა გმირები ჯადოქრულ კანფეტებს აგემოვნებენ. რონი ჰარის არწმუნებს, რომ მათ სხვადასხვა გემო აქვთ. Jelly Belly-ის მეშვეობით თვენც შეგიძლიათ სცადოთ ბედი, თუ რა შეგხვდებათ.

ფეხსაცმელი მექანიკური თასმებით
Back To The Future
ეს ფუტურისტული ფეხსაცმელი, რომელიც ყველა მოზარდის ოცნება იყო, ახლა აბსოლიტურად რეალურია. ეს იდეა „ნაიკმა" განახორციელა და 2016 წელს მსოფლიოს წარუდგინა. ოცნებები ხდება! 

ლუდი Duff
ჰომერ სიმპსონის ცნობილი სასმელი ფანების სასიხარულოდ ბაზარზე გამოჩნდა. გარკვეული მიზეზების გამო ისინი მხოლოდ Universal-ის თემატურ პარკებში იყიდება. 

ზეფირი Stay Puft
Ghostbusters 
ფილმის ცნობილი სიმბოლო ზეფირის მწარმოებელი კომპანიის პროდუქტი გახდა. ის ონლაინ მაღაზიებში სავსებით მისაწვდომი გახდა. შეგვიძლია ზეფირის კაცუნაზე გავიმარჯვოთ!

ჩაის სერვიზი
The Beauty and The Beast
თუ დისნეის მოყვარული ხართ ან უბრალოდ ჩაი გიყვართ, ეს კომპლექტი აუცილებლად მოგეწონებათ. ვარიაცია, ხარისხი თუ ფასი ინტერნეტ პლატფორმებზე თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ აარჩიოთ. 

კრევეტები
„ფორესტ გამპი“
გენიალური ფილმის წყალობით, კრევეტების რესტორანი გაიხსნა, რომელსაც ათობით ფილიალი აქვს მსოფლიოში. როგორც თავად ფილმის გმირი ამბობდა კრევეტების ყველანაირი მომზადება შეიძლება. ფილმში გაჟღებებული მოზმადების წესები რესტორანის მენიუსათვის საკმარისი აღმოჩნდა.

ვილი ვონკას შოკოლადი
willy wonka and the chocolate factory 
შოკოლადის ქარხანაში დაუვიწყარი მოგზაურობის შემდეგ ბევრს მოუნდა ვილი ვონკას შოკოლადის დაგემოვნება. მათი ოცნებაც ახდა. 

საპონი
Fight Club
ეს ალბათ ერთადერთი საპონია, რომელიც პირში გეტყვით რომ თქვენ არ ხართ უნიკალური. მასის ერთ-ერთი ისეთი წევრი ხართ, როგორც სხვა ყველა. 

 

 

 

okmagazine.ge

 

 

 

ფილტრაცია