ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ღვინის სასწაულმოქმედება - ანუ რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ღვინო
ღვინის სასწაულმოქმედება - ანუ რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ღვინო

ცნობილი ამბავია, რომ დღეში თუნდაც მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინის მირთმევას შეუძლია მრავალი დაავადებისაგან განგკურნოთ.

როგორც თეთრი მშრალი, განსაკუთრებით კი წითელი მშრალი ღვინის ყოველდღიურად მცირე დოზებით მირთმევის დროს, თქვენ აუცილებლად დაკარგავთ ზედმეტ კილოგრამებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთი ჭიქა ღვინო დაგაკარგვინებთ იმდენ ზედმეტ კილოს, რამდენსაც სავარჯიშო დარბაზში ერთი საათით ვარჯიში. ეს ყველაფერი კი ღვინის შემადგენელი ელემენტების წყალობით, რომლებიც მეტაბოლიზმის დაჩქარებას ხელს უწყობენ.

გარდა ამისა, ღვინო ამაღლებს ქალური ჰორმონის ესტროგენის დონეს, რომელიც ორგანიზმში ძვლების დაშლის საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს.

ყველაფერთან ერთად, ღვინო კბილების გასუფთავებისა და საღეჭი რეზინის ბრწყინვალე ალტერნატივაა. ეს ყველაფერი ფლავენ 3-ის წყალობით, რომელიც პირის ღრუში მავნე ბაქტერიებს კლავს.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ღვინო დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის სისხლის შედედებას სისხლძარღვებში.

 

allwine

 

 

ფილტრაცია