საინტერესო >> Foodtourist - მანანა მენაბდე
Foodtourist - მანანა მენაბდე

უყვარს სხვადასხვა კერძების მომზადება ‒ ამით სიამოვნებას იღებს და თვლის, რომ საჭმლის მზადება ხელოვნებაა ‒ ამას კი, როგორც ნებისმიერ სხვა ხელოვნების დარგს, დიდი ნიჭი და რუდუნებით მუშაობა სჭირდება. 

მანანა მენაბდეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია „ტყუილი სუპი" მიირთვას. უყვარს სალათები, ოღონდ უხორცო, მჭადი, ყველი, წითელი ლობიო და მასთან ერთად კლასიკური მჟავე (მწნილი). ხორცს მიირთმევს გატარებული სახით, ანუ ქათმის კატლეტი და ტოლმა უყვარს, ესეც გარნირის გარეშე. ასევე ხინკლის დიდი მოყვარულია. დილას იწყებს სხვადასხვა ტიპის ბურღულეულის ფაფით, საღამოს კი ვახშმად ‒ მხოლოდ მაწონია მის მენიუში. 

სხვა ქვეყნების სამზარეულოს რაც შეეხება ‒ უყვარს ჩინური და იაპონური კერძები, ოღონდ ჩინურ რესტორანში სამ თვეში ერთხელ დადის. 

არ უყვარს ცალკე ტკბილი, ცალკე მჟავე და ცალკე ცხარე საკვები. ურჩევნია ამ ყველაფრის ერთობლივი ნაზავი მიირთვას ‒ მაგალითად, ყველი და მურაბა ერთად. 

არ აქვს მნიშვნელობა დრო აქვს თუ არა. სახლში გვიანაც რომ დაბრუნდეს, საჭმელს მეორე დღისთვის მაინც ამზადებს. მაცივარი კი სულ რომ ცარიელი ჰქონდეს, იქ წვნიანს მაინც იპოვით. 

კვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მანანა მენაბდე მოგზაურობის დროს რესტორნების ხშირი სტუმარია. Foodტურისტის რუბრიკაში მომღერალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ თავის საყვარელ კვების ობიექტებზე გვესაუბრება.

 

 

culinartmagazine

 

 

 

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია