საინტერესო >> თუ ქორწილებში მხოლოდ ტორტის საჭმელად დადიხართ, ეს წყვილი იმედებს გაგიცრუებდათ
თუ ქორწილებში მხოლოდ ტორტის საჭმელად დადიხართ, ეს წყვილი იმედებს გაგიცრუებდათ

თუ ქორწილებში მხოლოდ ტორტის საჭმელად დადიხართ, ამ სტატიის სამეგობროში გავრცელებას ნამდვილად არ გირჩევთ; რადგან დიდი შანსია უნებლიეთ თქვენთვის არასასიამოვნო ტრადიციას დაუდოთ სათავე და მომავალში წვეულებაზე სტუმრად მისულს, კუთვნილი ნაჭერი ტორტის ნაცვლად, ბოსტნეულის რულეტი დაგხვდეთ. რაც თქვენთვის, როგორც ნამდვილი მსუნაგისთვის, დიდი და გამოუსწორებელი დარტყმა იქნება.

ტორტის ბოსტნეულის რულეტით ჩანაცვლება ნამდვილად ცუდი იდეაა, მაგრამ ამ ქორწილის სტუმრები, წესით, უკმაყოფილოები არ უნდა დარჩენილიყვნენ.

ფოტო: pizza

მაიამელმა წყვილმა ქორწილის დღეს საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და კლასიკური საქორწილო ტორტი პიცით ჩაანაცვლა.

ფოტო: Todo good photography

"ტონის და მე ძალიან გვიყვარს პიცა, სამაგიეროდ ტკბილეულის არც თუ დიდი მოყვარულები ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ სტუმრებისათვის სიურპრიზი მოგვეწყო და საქორწილო ტორტის ნაცვლად, მათ გემრიელი პიცით გავმასპინძლებოდით. პიცა უგემრიელესი იყო ჩვენი ოცნება კი ახდა.", - ამბობს პატარძალი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია.

 

წყარო: On.Ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია