ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> მოლდოვაში ღვინის გაყიდვა საღამოს 11 საათის შემდეგაც დაუშვეს
მოლდოვაში ღვინის გაყიდვა საღამოს 11 საათის შემდეგაც დაუშვეს

ღვინის მოყვარულებმა ალბათ კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი მოლდოვა მეღვინეობით ცნობილი ქვეყანაა და, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვური ღვინის ხარისხი მთლიანობაში საკმაოდ ჩამოუვარდება თუნდაც ქართული ღვინის ხარისხს,  მოლდოველებისთვის ღვინო ალკოჰოლურ სასმელზე მეტია. ამის ერთ-ერთი დადასტურება  მოლდოვის მთავრობის მიერ სულ ახლახან  მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად, ღვინო შეზღუდვადი გასაყიდი პროდუქტების სიიდან ამოიღეს - ამიერიდან, მოლდოველები მის  შეძენას  საღამოს 11 საათის შემდეგაც შეძლებენ.

დღემდე  მოლდოვაში  (ისევე, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში) ღვინის გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. ღვინის მოყვარულებს ამ სასმელის შეძენა ღამის საათებში არ შეეძლოთ. ახლა კი, როგორც ჩანს, იქაც მიხვდნენ, რომ  მსგავსი ტიპის რეგულაციები ნამდვილად არაა გამართლებული. 

მოლდოვური ღვინო ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი საექსპორტო პროდუქციაა.  მხოლოდ გასულ წელს, 134 მილიონი ლიტრი  ღვინო გაიყიდა, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის  მშვენიერი მაჩვენებელია.

 

allwine

 

 

 

 

 

ფილტრაცია