საინტერესო >> რამდენად ზრდის კანის კიბოთი დაავადების რისკს სოლარიუმის გამოყენება?
რამდენად ზრდის კანის კიბოთი დაავადების რისკს სოლარიუმის გამოყენება?

კანის კიბოს გამომწვევი მთავარი ფაქტორი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედებაა. ეს უკანასკნელი გამოიყოფა მზისგან, თუმცა შეიძლება სხვა გზით, მაგალითად სოლარიუმით, აღმოვჩნდეთ მისი გამოსხივების ქვეშ. ადამიანებს, რომლებიც სოლარიუმის მომხმარებლები იყვნენ 35 წლამდე, 60%-ით ეზრდებათ მელანომის (კანოს ავთვისებიანი სიმსივნე) რისკი.

საინტერესოა ფაქტია, რომ ავსტრალიაში სოლარიუმი აკრძალულია, რადგანაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ულტრაიისფერი სხივების ისედაც მაღალი მაჩვენებელია. 

გახსოვდეთ, ულტრაიისფერ გამოსხივებას ვერ დაინახავთ და იგრძნობთ. ის ასევე არ არის კავშირში ტემპერატურასთან. თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს დამწვრობა, კანის ნაადრევი დაბერება და კიბო.

 

okmagazine

 

 

 

ფილტრაცია