ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> სადაა დაცული ქართული ღვინის ისტორია
სადაა დაცული ქართული ღვინის ისტორია

კახეთში სულ ცოტა ხნის წინ დაარსებულ "ველისციხის ვერანდის" ქართული ღვინის სასმისების მუზემში 40-მდე სახეობის უნიკალური სასმისი და ქართული მეღვინეობის არაერთი ისტორიული ნივთია დაცული.

საგამოფენო სივრცეში განთავსებული სასმისების ფოტოები  საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ორიგინალების სრული ასლია, რომლებიც ცნობილი მეთიხეების ნამუშევრებია. ხელადა, ფიალა, თასი, ჯამი, ჭინჭილა, კულა, მარანი, ყანწი... ზოგი მათგანი ძვ.წ. III საუკუნით თარიღდება, თითოეული ექსპონანტი ქართული მეღვინეობის ხანგრძლივ და უწყვეტ ტრადიციას ინახავს.

''ველისციხის ვერანდის'' ქართული ღვინის სასმისების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი გენერალური დირექტორის, ამჟამად ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორის, KTW-ს უხუცესთა საბჭოს წევრის,  ელდარ ნადირაძის პატრონაჟით დაარსდა.

 

allwine

 

 

 

 

 

ფილტრაცია