საინტერესო >> შოკოლადის ხინკალი ყველის შიგთავსით: იტალიელი შეფ–მზარეულის არაჩვეულებრივი რეცეპტი
შოკოლადის ხინკალი ყველის შიგთავსით: იტალიელი შეფ–მზარეულის არაჩვეულებრივი რეცეპტი

ქართული სამზარეულო თავის გულიანი კერძებითა და უნიკალური სანელებლებით ქვეყნის საზღვარს გასცდა და მსოფლიოს ბევრი გურმანის გული მოიგო. ენზო ნერი აღიარებული იტალიელი შეფ–მზარეულია. ის ამჟამად ნიუ–იორკში ცხოვრობს. ენზო ნერი საქართველოს 2015 წელს ეწვია და აღფრთოვანდა მისი ლანდშაფტით, პროდუქტებით. მაშინ  დააგემოვნა ხინკალი და ჩაქაფულიც. ხინკალი მისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა და ჩვენდა გასაკვირად,  მან დესერტის სახით ელეგანტური შოკოლადის ხინკალი გააკეთა. შოკოლადის ხინკალს იტალიური ყველის შიგთავსი აქვს.

ენზო ნერი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, უმრიაში გაიზარდა. დღეს ის მანჰეტენზე რესტორანს უძღვება. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, იტალიელ შეფ–მზარეულზე არაერთი ცნობილი ტელეკომპანია საუბრობდა: “FoodNetwork”, “ToniOn NYC” და სხვ. იმის მიუხედავად, რომ ენზო არაერთ პრესტიჟულ რესტორანს ხელმძღვანელობდა მსოფლიოში, ის ოცნებობს იტალიური რესტორნის საქართველოში გახსნაზე.

როგორ აღწერთ ქართულ სამზარეულოს ? რატომ გადაწყვიტეთ ქართული კერძების სხვა სტილით მომზადება ?

ქართული საკვები ძალიან სუფთაა, ტრადიციული, ჯანსაღი, ორგანული და ბიოლოგიური. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს შორის საზღვრები. მე ბევრი საერთო ვნახე ქართულ და იტალიურ სამზარეულოს შორის, ამიტომაც გადავწყვიტე მეცადა ქართული ტრადიციული კერძების იტალიური, თანამედროვე ხერხებით მომზადება.

რამ მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოში ?

პირველ რიგში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმართმოყვარეობამ. თბილმა კლიმატმა, არქიტექტურამ, ვიწრო ქუჩებმა ძველ თბილისში. რა თქმა უნდა, ღვინომ და საჭმელმა – ყველაფერი დაუვიწყარია. საქართველოს გიორგი პირადაშვილის დახმარებით ვესტუმრე, ის იყო შუამავალი და დიდი მადლობა მას და მის მეუღლეს, ნინოს ამისათვის. თავს ზუსტად ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ასევე რამდენიმე დღე გავატარე კახეთში და დავაგემოვნე ჭაჭა.

თქვენი მომავალი გეგმების შესახებ რას გვეტყვით ? დაბრუნდებით საქართველოში ?

აუცილებლად. კიდევ მინდა საქართველოს ნახვა. დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ ქვეყნის სხვა რეგიონებსაც. ვოცნებობ იტალიური რესტორნის გახსნაზე საქართველოში. იმედი მაქვს განვახორცილებ ამ იდეას.

ინგლისური ვერსია: www.georgianjournal.ge

 

 

 

ფილტრაცია