სიახლეები >> 30 აპრილს კულინარიის და ღვინის ფესტივალი გაიმართება
30 აპრილს კულინარიის და ღვინის ფესტივალი გაიმართება

30 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი  კულინარიის და ღვინის ფესტივალს წარმოგიდგენთ.

ფესიტვალის ფარგლებში იგეგმება  1818 წელს გამოცემული პირველი ქართული კულინარიული ნაშრომის - "ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი" - ადაპტირებული ვერსიის პრეზენტაცია.  წიგნს კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემია, ვახო ბაბუნაშვილი და ქარჩხაძის გამომცემლობა წარმოგიდგენთ.

წიგნში წარმოდგენილი რეცეპტების ადაპტირებაზე მუშაობდნენ კულინარიის აკადემიის ლექტორები და სტუდენტები, კერძების დიზაინის შექმნაში ასევე   ჩართული იყო ქარჩხაძის გამომცემლობა.

ფესტივალი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ეზოში 30 აპრილს, 17:00 საათზე  დაიწყება,ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

 

ფილტრაცია