სიახლეები >> კაფე-თეატრი - თეატრის სცენა, არტი და ბიზნესის უჩვეულო შერწყმა თბილისის ძველ უბანში
კაფე-თეატრი - თეატრის სცენა, არტი და ბიზნესის უჩვეულო შერწყმა თბილისის ძველ უბანში

„კაფე-თეატრი“ - არტისა და ბიზნესის უჩვეულო შერწყმა თბილისის უძველეს უბანში, ამასთან, ახალი პლატფორმა ნიჭიერი არტისტებისთვის, მწერლებისთვისა და მუსიკოსებისთვის.

 

„კაფე-თეატრმა“ ბინა სამღებროს ქუჩაზე უკვე სამი თვეა დაიდო. მისი კონცეფცია ქართული რეალობისთვის უჩვეულოა -  ქართულ-ევროპულ სამზარეულოსა და თეატრის სცენას ის ერთ სივრცეში აერთიანებს. ახალი პლატფორმა ნიჭიერ არტისტებს, მუსიკოსებსა და მწერლებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას გააცნონ. კაფე-თეატრთან თანამშრომლობს თითების თეატრი, მოძრაობის თეატრი, ეწყობა ასევე, როგორც პოეზიის, ასევე  მუსიკალური საღამოები სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. მათ შორისაა ჯგუფი „ირიაო“, სიმებიანი კვარტეტი "ბელისიმო", Mardini Quartet, „The Various Quartet“, Old Road Band, Invisible Fish, ჯგუფი „იმღერე რამე“, მიშა მდინარაძე, შოთა ადამაშვილი და სხვ.

 

კაფე-თეატრი ახორციელებს პროექტებს, ასევე,  სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. სოლიდარობის ფონდსა და კაფე-თეატრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, რესტორანში გაყიდული ერთი სახეობის დესერტიდან თანხა ყოველთვიურად სოლიდარობის ფონდში ირიცხება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია